გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) 2025 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 808.1 მლნ. ლარს შეადგენს (2024 წელს გამოყოფილ თანხასთან შედარებით 120.1 მლნ. ლარით მეტი). გამოყოფილი ბიუჯეტი ძირითადად განაწილდა შემდეგ სფეროებზე:
- გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა – 25.9 მლნ. ლარი;
- სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა – 72.34 მლნ. ლარი;
- მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება – 81.18 მლნ ლარი;
- ერთიანი აგროპროექტი – 350.87 მლნ ლარი;
- სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია – 129.1 მლნ ლარი;
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობა – 30.0 მლნ ლარი;
- დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა – 27.74 მლნ ლარი;
- გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი – 33.6 მლნ ლარი.
ტრადიციულად, MEPA-ს დაფინანსების უდიდესი წილი მიმართულია სოფლის განვითარების სააგენტოზე (RDA), საქართველოს მელიორაციასა (GA) და ღვინის ეროვნულ სააგენტოზე (NWA), შესაბამისად 43%, 16% და 10%-იანი წილებით.
ერთიანი აგროპროექტის ბიუჯეტი, რომელსაც RDA ახორციელებს, ნაწილდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროექტზე, კერძოდ: აგროპროექტების მართვა – 14.7 მლნ. ლარი; შეღავათიანი აგროკრედიტები – 210.0 მლნ. ლარი; აგროდაზღვევა – 15.0 მლნ. ლარი; პროექტი „დანერგე მომავალი" – 26.0 მლნ. ლარი; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი – 13.0 მლნ. ლარი; აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა – 18.1 მლნ. ლარი; სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსება – 10.0 მლნ. ლარი; და თხილის წარმოების ხელშეწყობა – 23.0 მლნ. ლარი.
2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმილ ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს განაწილებაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების დაფინანსება 27.4 მლნ. ლარით გაიზარდა.
