შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ივნისი 2022 | აგრო მიმოხილვა
27 ივნისი 2022

2022 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2021“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2021 წელს მშპ-ის 7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია (8.3%), თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენს). გარდა ამისა, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორის მშპ-ის რეალური მაჩვენებელი 1.4%-ით შემცირდა. ეს შესაძლოა ე.წ. “საბაზისო ეფექტით” აიხსნას იმდენად, რამდენადაც მოსავლიანობის კუთხით 2020 წელი ძალიან კარგი წელი იყო, რამაც სოფლის მეურნეობაში წარმოების ზრდა გამოიწვია. 2021 წელს ერთწლიანი ბალახების წარმოება 58%-ით გაიზარდა, კარტოფილის – 12%-ით, მზესუმზირის – 11%-ით, მარცვლეულის – 6%-ით. სამაგიეროდ, ლობიოს წარმოება 19%-ით შემცირდა, მრავალწლიანი ბალახების – 18%-ით, ბოსტნეულის – 15%-ით, ბაღჩეულის – 7%-ით.

2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველა მრავალწლოვანი კულტურის წარმოება გაიზარდა, გარდა თესლოვანი ხილისა და ყურძნისა. ყველაზე მეტად (48%) კენკრის წარმოება გაიზარდა, ხოლო თესლოვანი ხილის (ვაშლი, ატამი, კომში) წარმოება 15%-ით შემცირდა. რაც შეეხება მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებას, ხორცის და მატყლის წარმოება 5%-ით გაიზარდა, რძის – 3%-ით, თუმცა კვერცხის წარმოება 3%-ით, თაფლისა კი – 17%-ით შემცირდა.

შეავსე ფორმა