2021 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ყოველწლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორისათვის – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში 2020 წელს მშპ-მა 8.4% შეადგინა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წელს (7.2%), მაგრამ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ შეადგენს მშპ-ს საშუალოდ 7-8%). ნომინალურად, სოფლის მეურნეობის მშპ წლის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რეალურად, ცვლილებამ სულ 4% შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს მარცვლეულის წარმოება გაიზარდა 11%-ით, ბოსტნეულის – 8%-ით, ნესვის – 5%-ით, ერთწლოვანი ბალახების – 4%-ით. რაც შეეხება მზესუმზირის,ლობიოსა და მრავალწლოვანი ბალახებისგან წარმოებას, ეს მაჩვენებლები შემცირდა, შესაბამისად, 27%, 12% და 10%-ით.
ციტრუსის გარდა, ყველა მრავალწლოვანი კულტურის წარმოება ყოველწლიურად გაიზარდა 8-94%-ით 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით. ყველაზე დიდი ზრდა 94% დაფიქსირდა თესლოვანი ხილის (ვაშლი, მსხალი, კომში) შემთხვევაში, ციტრუსის წარმოება კი 11%-ით შემცირდა. რაც შეეხება მეცხოველეობას, მატყლის წარმოება გაიზარდა 6%-ით, კვერცხისა და რძის წარმოება კი 2% და 1%-ით გაიზარდა, ხორცის წარმოება კი უცვლელი დარჩა.