შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მაისი 2022 | ხაჭაპურის ინდექსი 30%-ით გაიზარდა
10 ივნისი 2022

2022 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.54 ლარი იყო, რაც 5.4%-ით ნაკლებია 2022 წლის მარტის მაჩვენებელზე და 30%-ით აღემატება 2021 წლის მაისის მაჩვენებელს.

წლიურ ჭრილში ინდექსი ქვეყნის ყველა დიდ  ქალაქში გაიზარდა. საშუალო ფასების გათვალისწინებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი თელავშია. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6.06 ლარი იყო, რაც 9%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა თბილისსა (5.83 ლარი, +28.6%) და ბათუმშიც (5.81 ლარი, +27.0%). ქუთაისში ხაჭაპურის ღირებულებამ 5.24 ლარი შეადგინა და ყველაზე იაფი ლოკაცია იყო ამ თვეში. ყველაზე ძვირსა (თელავი) და ყველაზე იაფ (ქუთაისი) ქალაქს შორის სხვაობამ 0.92 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში ინდექსი ყველა ქალაქში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება (11.7%) ქუთაისში დაფიქსირდა, სადაც ხაჭაპური ყველაზე იაფი იყო. ხაჭაპურის ინდექსის  თვიური შემცირება ნედლი რძის წარმოების ზრდის ტრადიციულ სეზონურ ტრენდს უკავშირდება. მეტიც, ტრადიციულად ვაკვირდებით, რომ ყველის ფასის ეს სეზონური რყევები ქუთაისში მუდმივად უფრო მკვეთრია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ეს შეიძლება აიხსნას იმით,  რომ იმერეთი რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი რეგიონია საქართველოში და რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები იკლებს. შემდეგ კი ქუთაისის დაბალი ფასები, დიდი ალბათობით, საქართველოს სხვა ქალაქებსაც გადაეცემა.

შეავსე ფორმა