გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2021 წლის მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მსგავსი ინდექსები
ყველას ნახვა2024 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.78 ლარი შეადგინა, რაც 2.9%-ით ნაკლებია წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით. წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, კი ინდექსის ღირებულება თითქმის უცვლელი დარჩა და უმნიშვნელოდ, 0.04%-ით დაეცა.
2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო. სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, კი ინდექსის ზრდამ 6.8% შეადგინა.
2024 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.83 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა.
2024 აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.24 ლარი შეადგინა, რაც 4.0%-ით აღემატებოდა 2023 წლის აპრილის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში (2024 წლის მარტთან შედარებით) ხაჭაპურის ღირებულება 2.4%-ით შემცირდა.
2024 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა. ინდექსი წლიურად (2023 წლის მარტთან შედარებით) 1.8%-ით, თვიურ ჭრილში (2024 წლის თებერვალთან შედარებით) კი 6.4%-ით არის შემცირებული.