2026 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 8.05 ლარამდე გაიზარდა, რაც 1.6%-ით აღემატება 2026 წლის იანვრის მაჩვენებელს და 14.3%-ით 2025 წლის თებერვლის მაჩვენებელს.
თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობის ფასები შედარებით ზომიერად შეიცვალა. ყველაზე მეტად გაიზარდა ყველის ფასი (+2.8%), შემდეგ მოდის საფუარი (+2.2%) და ფქვილი (+1.9%), ხოლო რძის ფასი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა (+0.1%). ამის საპირისპიროდ, კარაქის ფასი 4.4%-ით შემცირდა, კვერცხის - 1.9%-ით. კარაქის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად, სხვა ძირითადი ინგრედიენტების - განსაკუთრებით კი ყველის, რომელსაც ხაჭაპურის ხარჯებში შედარებით მაღალი წილი უჭირავს - ფასების ზრდამ გადაფარა ეს კლება და თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის 1.6%-იანი ზრდა განაპირობა.
წლიურ ჭრილში, ინგრედიენტების უმეტესობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველის ფასები 18.1%-ით გაიზარდა, შემდეგ მოდიოდა კვერცხი (+16.7%), ფქვილი (+11.9%), კარაქი (+6.1%) და საფუარი (+3.9%). ამის საპირისპიროდ, რძის ფასი წლიურად 2.0%-ით შემცირდა.
2026 წლის თებერვალში დაფიქსირებული ზომიერი ყოველთვიური ზრდის მიუხედავად, ძირითადი ინგრედიენტების ფასების ძლიერი წლიური ზრდა ფასებზე მუდმივ ზეწოლაზე მიუთითებს. რძის ფასები, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში სეზონურ კლების ტენდენციას მიჰყვება. გასათვალისწინებელია აღდომის ეფექტიც - 23 თებერვალს დაიწყო დიდი მარხვა - რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა რძისა და რძის პროდუქტების ფასები კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან ყველსა და სხვა რძის პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, ამ პერიოდში მცირდება.
