შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ნოემბერი 2024 | ხაჭაპურის ინდექსი 2%-ით გაიზარდა
28 ნოემბერი 2024

2024 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 4.8%-იანი ზრდაა. ხაჭაპურის ინდექსის აღნიშნული ცვლილება ძირითადად გამოწვეულია რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით, რაც თავის მხრივ ნედლი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებასა და რძის ფხვნილის იმპორტზე გაზრდილ დამოკიდებულებას უკავშირდება.

ნოემბერში, ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები ზომიერად გაიზარდა. ყველაზე მეტად, 4.4%-ით, საფუარის ფასი გაიზარდა, რომელსაც მოჰყვება ყველი (3.2%), რძე (2%), კარაქი (1.5%) და კვერცხი (1%). ფქვილი იყო ერთადერთი ინგრედიენტი, რომელმაც მცირე კლება (-0.1%) დააფიქსირა, რაც გლობალურ ტენდენციას ასახავს. საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი ოქტომბრიდან ეცემა, რეკორდული გლობალური მოსავლის გამო. ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ში ხორბლის წარმოება პროგნოზირებულს აჭარბებს. ანალოგიურმა ტენდენციამ ევროპასა და აზიაშიც გაზარდა მარცვლეულის გლობალური მიწოდება, რამაც ფასების შემცირება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ფასების კლება საქართველოს მომდევნო თვეების განმავლობაში გადმოეცემა, რადგან გლობალური ფასების ცვლილებებს, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზარზე ასახვისთვის დრო სჭირდება.

თვიურ ზრდასთან ერთად, ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასები წლიურ ჭრილშიც გაიზარდა, მნიშვნელოვნად. საფუარის ფასი 20.1%-ით გაიზარდა, მას მოჰყვება კარაქი (14.1%), რძე (12.5%), ფქვილი (4.1%) და ყველი (3.4%).

სადღესასწაულო სეზონზე გაზრდილი მოთხოვნა და ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი მიწოდების შემცირება, სავარაუდოდ, გამოიწვევს ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას მომავალი თვეების განმავლობაში.

შეავსე ფორმა