შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ქუთაისი კვლავ ლიდერობს
27 თებერვალი 2017

2017 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის საშუალო ხარჯი 3.66 ლარი იყო, რაც 0.2%-ით იაფია წინა თვესთან შედარებთ, თუმცა 6.2%-ით ძვირია წინა წელთან შედარებით (იგულისხმება წინა წლის იგივე თვე). ხაჭაპური ყველაზე ძვირი ქუთაისშია, სადაც ფასი 3.95 ლარია. 3.59 ლარით მეორე ადგილზეა თელავი. მათ მოჰყვება ბათუმი (3.55 ლარი) და თბილისი (3.53 ლარი). ყველაზე ძვირი (ქუთაისი) და ყველაზე იაფი (თბილისი) ქალაქების ფასებს შორის სხაობამ 0.42 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა. ხაჭაპურის ინდექსის მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი თვეა უკვე, ქუთაისი ლიდერობს ფასებში.

წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ზრდა ძირითადად განაპირობა ყველის ფასმა, რომელიც 12.1%-ით გაიზარდა. ყველი ყველაზე ძვირი ქუთაისში იყო (9.6 ლარი), რაც 1.1%-ით მაღალია 2016 წლის იანავართან შედარებით და 30%-ით ძვირი წინა წელთან შედარებით.

ყველის ფასის ასეთი დიდი ზრდა ქუთაისში შეიძლება უკავშირდებოდეს რძის პროდუქტებსა და ხაჭაპურზე მოთხოვნის ზრდას. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, 2017 წლის იანვარში, წინა წელთან (2016 წლის იანვართან) შედარებით, ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 19.8%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2017 წლის იანვარში, წინა წელთან (2016 წლის იანვართან) შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა 121%-ითაა გაზრდილი.

შეავსე ფორმა