24
აპრილი
2015
ბევრი ტურისტი ქვეყნის აყვავების საწინდარია!
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველას სჯეროდა, რომ ტურიზმი გახდებოდა საქართველოს „ლოკომოტივი“ სექტორი. შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო ამ პოტენციალის განვითარება, სამაგიეროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ტურიზმი გახდა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. 2005 წლის შემდეგ, ყოველ წელს მხოლოდ ტურიზმის პირდაპირი გავლენა (ტურისტების მიერ დახარჯული ფული) საქართველოს მთლიანი მშპ-ის 6-7% იყო.