28
თებერვალი
2022
უკრაინაში რუსეთის ომის ეკონომიკური შედეგები: მოსაზრება საქართველოდან
ახლა, როცა ამ ბლოგს ვწერ, რუსული ტანკები სულ უფრო ღრმად მიიწევენ უკრაინაში, ჩემს სამშობლოში, და ემოციებთან გამკლავება სულ უფრო მიჭირს. თუმცა ეს ემოციები ვერ გადაწონის იმას, რასაც ჩვენ, ეკონომიკის მკვლევარები, ყველაზე მეტად ვაფასებთ: ერთგული დავრჩეთ სიმართლისადმი და დასკვნები მხოლოდ ფაქტებისა და ლოგიკის ფრთხილი, მიუკერძოებელი გამოყენებით გამოვიტანოთ.