შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ 2019 წლისთვის ტრანსკავკასიური კონფედერაციის შექმნაზე
სამშაბათი, 01 აპრილი, 2014

ISET Economist-ის სპეციალური კორესპოდენტი ჟენევიდან. ISET Economist მიიწვიეს ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელმაც დააგვირგვინა ჟენევაში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის, აშშ-ის, რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი დაფინანსებით. სამი ქვეყანა, რომელთაც სახელმწიფოს მეთაურები წარმოადგენდნენ, შეთანხმდა, გაერთიანდნენ ტრანსკავკასიურ კონფედერაციაში და ამგვარად მოუტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა უაღრესად დანაწევრებულ რეგიონს. ამან თავის მხრივ დასაბამი მისცა დიდი თამაშის ახალ რაუნდს, ამჯერად რუსეთსა და დასავლეთის ძალებს შორის, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური და იდეოლოგიური ჰეგემონიისთვის ბრძოლის, სტრატეგიულ სავაჭრო გზებზეე კონტროლის (ტრადიციულ აბრეშუმის გზაზე), კასპიის აუზის უზარმაზარ ბუნებრივ რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს ილხამ ალიევმა, სერჟ სარქსიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, არის მომავალი ტრანსკავკასიური კონფედერაციის (Transcaucasian Confederation –TC) პოლიტიკური და ეკონომიკური კონტურების მონაცაზი. ის, ასევე, მოიცავს მოკლევადიანი ნდობის აღდგენით ღონისძიებებს, რომელთა მიზანია არსებული პოლიტიკური დაძაბულობების გადაწყვეტა, საზღვრების გახსნა და ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ნორმალიზება სამ მეზობელ ქვეყანას შორის.

შეთანხმება შედგება ათი პუნქტისგან, რომლებიც ასახავს მომავალი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური წყობის ძირითად პრინციპებს:

1. საზღვრები. მხარეები თანხმდებიან, რომ გააუქმებენ სახელმწიფო საზღვრებს და ნებისმიერ შიდა ბარიერებს პროდუქციის, ფიზიკური პირებისა თუ კაპიტალის გადაადგილებისთვის ახლად შექმნილი ტრანსკავკასიური კონფედერაციის ტერიტორიაზე. შემდეგი მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან გაიმართება მოსკოვსა და სტამბოლში, რათა მოხდეს შეთანხმება ნდობის აღდგენით ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, პირდაპირი დიალოგი და ვაჭრობის აღდგენა, სატრანსპორტო და ტურისტული კავშირები, რომლებიც საბოლოოდ მიგვიყვანს TC-სა და ამ ტერიტორიებს შორის საზღვრების გაუქმებამდე.

2. ტერიტორიული კონფლიქტები. ამჟამად სადავო ტერიტორიებს (მაგ. მთიან ყარაბაღი) მიენიჭება ავტონომიური, გადასახადებისგან თავისუფალი ზონის სტატუსი, რაც გაათავისუფლებს მის მოსახლეობას (იურიდიულ და ფიზიკურ პირებს) სომხების, აზერბაიჯანელებისა და ქართველების მიერ დაწესებული ყველა გადასახადისგან. მსგავსი სტატუსი მიენიჭება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, თუ გადაწყვეტენ, რომ შეუერთდნენ TC-ს.

3. პოლიტიკური წყობა.

1. შვეიცარიის კონფედერაციის მიხედვით შექმნილ TC-ს მართავს ფედერალური საბჭო, რომელიც იქნება სახელმწიფოს კოლექტიური მმართველი. ეს იქნება 7 წევრისგან შემდგარი კოლეგიალური ერთეული (3 წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, 2-2 წევრი საქართველოსა და სომხეთიდან). როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კომპრომისი, ფედერალური საბჭოს წევრობა შეზღუდული იქნება სამ თანმიმდევრულ ვადამდე, კანდიდატების ასაკობრივი შეზღუდვა მოიცავს 40-65 წელს.

2. კონფედერაციის პრეზიდენტს აირჩევს ფედერალური ასამბლეა, რომელშიც შედის საბჭოს შვიდი წევრი, როტაციის პრინციპით და ერთლწიანი ვადით. პრეზიდენტი ხელმძღვანელობს მთავრობას და ითავსებს წარმომადგენლობით ფუნქციებს. თუმცა პრეზიდენტი იქნება წარმომადგენელი ყოველგვარი ძალაუფლების გარეშე.

3. TC-ის პარლამენტი შედგება ორი პალატისგან: სენატი, თანაბარი წარმომადგენლებით თითოეული ქვეყნისა და ავტონომიური რეგიონიდან; და კონგრესი, არჩეული პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის ფარგლებში. ერთობლივ სესიაზე წარმოდგენილ ორივე პალატას ერქმევა ფედერალური ასამბლეა.

4. ნეიტრალიტეტი. TC დაიცავს პოლიტიკური და სამხედრო ნეიტრალიტეტის პრინციპებს და არ შეურთდება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, ევროკავშირს, ევრაზიის კავშირს ან სხვა ნებისმიერ სამხედრო თუ პოლიტიკურ ბლოკს.

5. საერთაშორისო ვაჭრობა და ტრანზიტი. TC პარალელურად მოიძიებს გზებს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ლიბერალიზაციის შეთანხმებისთვის ევროკავშირთან, ევრაზიის კავშირთან, თურქეთთან, ირანთან, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან. სადამსჯელო ტრანზიტის საფასური დაწესდება საქონელზე, რომელიც წარმოებულია ქვეყნებში, რომელთაც ეკისრება სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვები TC-ისთან ვაჭრობაზე.

6. სარკინიგზო და საგზაო ტრანსპორტის, მილსადენებისა და ელეტქოგადამცემი ინფრასტრუქტურის კოლექტიური ინვესტიციები და ფლობა. მხარეები ცნობენ TC-ის უზარმაზარ შესაძლებლობას ტრადიციული აბრეშუმის გზის აღდგენაში, რომელიც ცენტრალურ აზიას აკავშირებდა შავ ზღვასა და ევროპასთან, ერთის მხრივ, და ჩრდილო-დასავლეთის ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგოკავშირების გაუქმებას რუსეთსა და თურქეთს შორის, მეორეს მხრივ. ტრანსპორტში, მილსადენსა და ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურაში საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, მხარეები თანხმდებიან ყველა არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლივი ინვესტიციების, კოლექტიური ფლობის, მშენებლობის და მუშაობის პრინციპზე.

7. სამხედრო ხარჯების შემცირება და ინკლუზიური ზრდის წახალისება. TC-ის შექმნა დაასრულებს გაყინული ქონფლიქტების სერიას, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, ემუქრება ინვესტორების საკუთრების უფლებებს და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას. ზემოთქმულის აღიარებისა და მწვავე სოციალური გამოწვევების გადასაწყვეტად, მხარეები თანხმდებიან, რომ TC-ის გაერთიანებული მშპ-ის 3%-მდე შეამცირონ სამხედრო ხარჯები. აგრესიული „სამხედრო შემობრუნების“ გეგმა განხორციელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში (2019 წლამდე), რათა გადამზადდეს ყოფილი სამხედრო პერსონალი შესაბამის სამოქალაქო მოსამსახურეებად (მაგალითად, ტანკებისა და შეიარაღებული ტექნიკის მძღოლები დატრენინგდებიან ტრაქტორებისა და სხვა ტიპის მძიმე სასოფლო-სამეურნეო თუ სამშენებლო მანქანების მუშაობაში). სამხედრო ხარჯებიდან დაზოგილი ყოველი დოლარი მოხმარდება ინკლუზიური ზრდის წახალისებასა და უთანასწორობის შემცირებას.

8.  ეკონომიკური სპეციალიზაცია. TC წაახალისებს რეგიონულ სპეციალიზაციას, მასში შემავალი მხარეების ბუნებრივი შედარებით უპირატესობის გათვალისწინებით. აზერბაიჯანული მხარე ძირითადად სპეციალიზდება სოფლის მეურნეობასა და საწვავის წარმოებაში; TC-ის წარმოების ბაზა განთავსდება სომხეთში. ქართულ მხარეს დაეკისრება კანონისა და წესრიგის დაცვისა და სტუმართმოყვარეობის მომსახურებათა უზრუნველყოფა. მხარეები აცნობიერებენ არასწორი სპეციალიზაციის შერჩევის რისკს, მაგალითად, სომხეთისთვის საწვავის წარმოების დაკისრება; კანონისა და წესრიგის აზერბაიჯანელებისთვის ჩაბარება და/ან ქართველ მამაკაცების იმედის ქონა, რომ man assembly lines.

9. ისტორიის სწავლება. იმისთვის, რომ შეწყდეს კამათი, თუ ვისი წინაპრები დასახლდნენ პირველად ამa თუ იმ მთაზე, ვისმა პოეზიამ მოახდინა უფრო დიდი გავლენა მსოფლიო ლიტერატურაზე და რომელმა ერმა აირჩია პირველმა მონოთეისტური რელიგია, მხარეები თანხმდებიან რეგიონული ისტორიის სკოლის სასწავლო წიგნების ერთობლივ გადაწერაზე. კერძოდ კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და კულტურული მიღწევები შემთხვევითობის პრინციპით მიეწერება გამოჩენილ ისტორიულ მოღვაწეებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ დასაბამიდან. როგორც კეთიlი ნების ჟესტი, საქართველო თანახმაა, გადაერქვას მას და ეწოდოს „Homo Erectus Georgicus“. ამისგან განსხვავებით, ყველა დიდი განუსჯელობა და ეთნიკური წმენდის მცდელობა გამიზნულად მიეწერება გაურკვეველი ეთნიკური წარმომავლობის ბოროტმოქმედებს, რომელთაც ეწოდებათ „ულტრანაციონალისტი ფაშისტები“ და მოხდება მათი დემონიზაცია.

10. ოფიციალური ენა, ჰიმნი და ნაციონალური სიმბოლოები. სამივე მხარე გამოიყენებს თავის რესურსებს, რათა ააშენონ მსოფლიოს უდიდესი ანბანის კოშკი, რომელზეც გამოსახული იქნება სამივე ნაციონალური ანბანი სამივე ქვეყნის ნაციონალური საზღვრების გადაკვეთაზე. რეგიონის სამ ძირითად ენას მიენიჭება სახელმწიფო ენის სტატუსი და ისწავლება სამივე რეგიონში. ნებისმიერ სამოქალაქო სამსახურში პოზიციის მიღება დამოკიდებული იქნება გუგლის თარგმნის მიხედვით სამივე ენის ფლობაზე. TC-ის ჰიმნი შედგება სამი სტროფისგან, თითო სტროფი თითო ენაზე და შესრულდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ჰიმნს ზოგადი თემის სახით ექნება არისტოტელეს ცნობილ აფორიზმი: „მთელი ყოველთვის მეტია მის შემადგენელ ნაწილებზე“.

ჟენევაში გამართული ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, გრანდ კემპინსკის სასტუმროში, ჟურნალისტებთან საუბრისას, სამივე ლიდერმა განმარტა, რომ გარღვევა მოლაპარაკებებში (რომელიც ნელა მიიწევდა წინ კულისებში 2012 წლის ნოემბრიდან) განაპირობა უკრაინის კრიზისმა. პოლიტიკურმა და სამხედრო დაპირისპირებებმა უკრაინაში უზრუნველყო უიშვიათესი შესაძლებლობა კავკასიის სატრანსპორტო კორიდორის (CTC) გარშემო მდებარე ქვეყნებისთვის, მოიზიდონ ინვესტიციები და კონკურენცია გაუწიონ ალტერნატიულ სავაჭრო გზებს უკრაინისა და რუსეთის პორტების გავლით შავ ზღვაზე და ბალტიის პორტებისა და რუსეთის გავლით ცენტრალური აზიისკენ. ამ შესაძლებლობის გამოყენების ერთადერთი გზა არის მშვიდობა. „და ვინაიდან მშვიდობა ბლოკირებული იყო შეუთანხმებლობით (თვითნებური) საზღვრების შესახებ, ჩვენ მოგვიხდა, გვეფიქრა განსხვავებულად და აღმოგვეფხვრა კონფლიქტის საფუძველი – საზღვრები,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა