დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი შესაძლებლობების მიწად აღიქმებოდა უცხოელი ინვესტორების მიერ. მათ ყურადღებას იპყრობდა მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მდიდარი ბუნებრივი რესურსები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი საშუალო კლასი, რომელსაც ფულის ხარჯვის სურვილი ჰქონდა. თუმცაღა, რუსეთს მზარდ ეკონომიკას რამდენიმე საიდუმლო ჰქონდა, რომელიც ინვესტორების იმედებს დამსხვრევით ემუქრებოდა.
წინა ბლოგში ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ეკონომიკისთვის დამახასიათებელი „დათვის ხაფანგები“, ანუ ის სტრუქტურულ არაეფექტიანობა, რომელიც რუსული ეკონომიკური სისტემის ნაწილია. კერძოდ ის, რომ საბჭოთა კავშირში, იჯარის მართვის სისტემა რესურსების არაპირდაპირი გადარიცხვების იდეის გარშემო იყო აგებული, რომლის გამოც, არამომგებიანი საწარმოები საქმეში რჩებოდნენ იაფი ენერგიის ხელმისაწვდომობის, დამატებითი ფულადი გადასახადების და არაპირდაპირი სუბსიდიების სხვა ფორმების მეშვეობით.
ამ ბლოგით, ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რა მოხდა რუსეთის ეკონომიკაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა მოდერნიზაციის მცდელობა? და რა როლს თამაშობს დღეს საბჭოთა ეკონომიკის მემკვიდრეობა რუსეთის ეკონომიკის განვითარებაში?
გარდამავალი პერიოდის დანაპირები
როდესაც რუსეთმა დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი, პირველი საფეხური სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მასობრივი პრივატიზაცია იყო. ერთი შეხედვით, ამ საწარმოების პროდუქტიულობა და მომგებიანობა სწორად განსაზღვრულ სტიმულებზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, როგორც ეთერ კვინტრაძე („რუსეთის გამოშვების კოლაფსი და გამოცოცხლება: პოსტ-საბჭოთა გარდამავალ პერიოდში“) აღნიშნავს, ამ საწარმოებმა ჩაძირვა გარდამავალი ეტაპის დასაწყისშივე დაიწყეს.
ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას: პირველი, საწარმოს საკუთრებაში გადაცემა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომელთაც საწარმოს მართვის შეზღუდული ცოდნა ჰქონდათ, ნამდვილად არ გაზრდიდა მწარმოებლურობას ერთ ღამეში. მეორეც, როგორც გედი და ლეიკი („სიღრმისეული დიდება: რუსეთი. დათვის ხაფანგში გამოჭერილი“) ამტკიცებს, ყოფილ საბჭოთა კავშირში მრავალი ინდუსტრიული საწარმო არა მხოლოდ არაეფექტიანი, არამედ არასიცოცხლისუნარიანიც იყო. ისინი ვერ გააგრძელებდნენ ფუნქციონირებას რესურსების ტრანსფერების სისტემის გარეშე.
ზემოაღნიშნული სქემის შედეგი ადვილად პროგნოზირებადია: არამომგებიანი საწარმოების (ძირითადად „პრესტიჟული“ ინდუსტრიები, როგორებიც არიან თავდაცვა და მანქანათმშენებლობა) მენეჯერებმა დაიწყეს „კავშირების კაპიტალის“ გამოყენება რათა გაეგრძელებინათ რესურსების ტრანსფერის სქემა. რესურსების სექტორში საწარმოების აქციების მფლობელები იძულებულები იყვნენ ამ წესს დაქვემდებარებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ახლად პრივატიზებული საწარმოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებოდნენ.
შედეგად, აღდგა იჯარის მართვის სისტემის ძველი სქემა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ სქემის არგუმენტები „ახალგაზრდა ინდუსტრიის“ არგუმენტის მსგავსია, რომელიც ძირითადად ლობინგის გამართლების მიღებულ თეორიას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში: არაეფექტიან საწარმოებს სჭირდებათ გარკვეული პერიოდი, რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაცისთვის. მთავრობებს ხშირად აქვთ სურვილი მხარი დაუჭირონ „ახალგაზრდა ინდუსტრიებს“ სამუშაო ადგილებისა და სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ, მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დამოკიდებული „ახალგაზრდები“ იშვიადად ხდებიან კონკურენტუნარიანი, ინოვაციური ზრდასრულები, უფრო მეტიც, მათ არც ზრდის საკმარისი მოტივაცია აქვთ.
2000-იანი წლების დასაწყისიდან არსებობდა რუსეთის ეკონომიკაში ღრმა სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების მცდელობები. უკვე 2002 წლისთვის, ბლუმბერგის ბიზნეს-კვირის ჟურნალი აქებდა მთავრობის ძალისხმევას ბიუროკრატიის, მონოპოლისტებისა და ინსტიტუციური მაღალი საშემოსავლო გადასახადის შემცირებისთვის. თუმცაღა, ვინაიდან ეს რეფორმები მტკივნეულ და მძიმე რესტრუქტურიზაციას მოითხოვდა, ისინი არ განხორციელდა. პირიქით, პრეფერენციული რესურსების ტრანსფერის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნებულია და კვლავ განაპირობებს ნავთობის რესურსებზე ფასების ზრდის ტალღებს.
რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციები კვლავ არ შეწყდა, თუმცაღა დასავლეთიდან შემოსულმა რესურსებმა და ნოუ-ჰაუმ ვერაფერი მოუხერხა რესურსების ტრანსფერის არსებულ სისტემას. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტში წილის შემცირებას 2008 წლიდან.
რუსეთის ეკონომიკის პრობლემები დღეს
რუსეთის ეკონომიკის პრობლემების ნიშნები უკვე 2012-2013 წლებში გამოიკვეთა.
ნავთობის ფასი ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სტაბილური იყო და შედარებით მაღალი. თუმცაღა, რუსეთის ეკონომიკის ზრდა შენელდა. მსოფლიო ბანკის მოხსენების მიხედვით („ნდობის კრიზისი ხაზს უსვამს ეკონომიკის სისუსტეს“, 2014), 2013 წელს მშპ-ს ზრდის ტემპი 3.4%-დან 1.3%-მდე დაეცა. ეკონომიკური ზრდის ეს ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დამწყები ეკონომიკების ზრდის ტემპს, მცირედით ჩამორჩებოდა OECD მაღალი შემოსავლიანი ქვეყნების ზრდის ტემპს და ძლივს უთანაბრდებოდა ევროკავშირის პრობლემურ განვითარებად ეკონომიკებს.
ეკონომიკური ზრიდს შენელება შიდა მოთხოვნის შემცირდებამ და კაპიტალური ინვესტიციების ნეგატიურმა, ნულთან ახლო ზრდამ განაპირობა. როგორც მოხსენება უსვამს ხაზს, ორი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენი და სოჭის ოლიმპიადა) დასრულებამ მყისიერად შეამცირა ინვესტიციების ბაზა.
კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანი ის იყო, რომ ზრდის შენელების პარარელურად, რუსული საწარმოების მიერ სიმძლავრეების გამოყენებამ ისტორიულ მაქსიმუმს (დაახლოებით 80%) მიაღწია 2013 წელს, მაშინ როცა უმუშევრობის დონე ქვეყანაში შედარებით დაბალი (5-6%) იყო. ეს კომბინაცია გულისხმობს, რომ ეკონომიკა სტრუქტურული პროდუქტიულობის შეზღუდულობის პრობლემის წინაშე დგას და შემდგომი ზრდა შესაძლებელი მხოლოდ ახალი ინვესტიციების მოზიდვით გახდება.
თუმცა, მსოფილო ბანკის დასკვნის მიხედვით, რუსეთში სტრუქტურული რეფორმების წარუმატებლობამ ინვესტორთა ნდობის დაცემა გამოიწვია. The Financial Times-ის 2013 წლის ანგარიშში რუსეთის შესახებ აღნიშნულია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, რუსეთში მიმდინარე დიდი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესის პარალელურად, და უფრო სწრაფადაც, ხდებოდა მათი ნაციონალიზაცია. მაგალითად, უახლოეს პერიოდში Rosneft-მა შეისყიდა TNK-BP, ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული კერძო ნავთობის კომპანია, რაც ხაზს უსვამს მთავრობის სურვილს არ შესუსტდეს მათი გავლენა ეკონომიკაზე.
რუსეთის ეკონომიკის ყველაზე დიდ დანაპირებს უცხოელი ინვესტორებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სამომხმარებლო საქონლის ბაზარზე აპირებდა შესვლას, რუსეთში საშუალო კლასის დიდი წილი წარმოადგენდა. სიმდიდრის მიხედვით, სიმდიდრის გადანაწილებაში მაღალი უთანასწორობის მიუხედავად, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 50% შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც საშუალო კლასი (კლასი რომლის შემოსავალი ერთ ადამიანზე ერთ დღეში ტოლია ან მეტია $10-ის). ეს ადამიანები მხოლოდ მომხმარებლებს არ წარმოადგენენ. ისინი მწარმოებელთა ნაწილშიც გადიან: კვალიფიცირებული სამუშაო ძალა, მწარმოებლურობის მაღალი პოტენციალი, ინჟინრები და მეცნიერები. რუსეთში ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე ეჭვგარეშეა. თუმცაღა, უახლესი ჭორები დამწყებ ბიზნესში მთავრობის ჩარევის შესახებ, რაც ხშირად „ჭკვიანი ეკონომიკის“ გულადაც იწოდება, დროებით აჩერებს შიდა და უცხოურ ინვესტიციებს. მათ შორის, რუსეთის პარლამეტის მცდელობა, გაამკაცროს კონტროლი ქვეყნის ინტერნეტ სივრცეზე, უკანასკნელი დებატები Vkonakte-ს აქციონერებთან და Facebook-ის წარმომადგენლებთან, რომელმაც მათი დამაარსებლების ქვეყნიდან წასლვა გამოიწვია.
მთავრობის აშკარა ჩარევა და კონტროლი სხვადასხვა სექტორის მართვაში ხელს უწყობს საბაზრო ეკონომიკისგან განსხვავებული წესების გაცოცხლებას, რაც კიდევ უფრო ამცირებს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ნდობას. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვენჩურული (სარისკო) კაპიტალური ინვესტიციების მნიშვნელოვანი გადინება ქვეყნიდან, ან 1990 წლების მსგავსი „ტვინების გადინების“ პრობლემის წინაშე დააყენოს ეკონომიკა.
და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რომლის ფონზეც რუსეთს მნიშვნელოვანი ეკონომკური სანქციები ელოდება, ყველაზე ენთუზიასტ ინვესტორსაც კი უკარგავს სტიმულს საქმე ამ ქვეყანას დაუკავშიროს. შეიძლება ძალიან სარწმუნოდ ჟღერდეს ის ფაქტი, რომ ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, არ სჭირდება უცხოური ინვესტიციები და დამოუკიდებლად შეუძლია მიაღწიოს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა საბჭოთა კავშირის, დიდი რესურსებზე დამოკიდებული ქვეყნის გზა ეკონომიკური იზოლაციისაკენ ამ წინადადებას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს.