ამ სტატიის პირველ ნაწილში მე აღვწერე სოციალური კეთილდღეობის სისტემისგან გამოწვეული ზოგიერთი საზიანო სტიმული. შემდეგ განვიხილე, რომ სიმონ კუზნეცის ცნობილი პარადიგმის თანახმად, როდესაც ქვეყანა შედის ზრდის ტრაექტორიაში (როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2003 წელს), მზარდი უთანასწორობის თავიდან აცილება ძნელია და დავასაბუთე, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოსთვის უთანასწორობასთან სოციალური კეთილდღეობის საზომებით ბრძოლის პოლიტიკა, სულ მცირე, ამბივალენტურია (რომ აღარაფერი ვთქვათ საეჭვოზე). ამ თვალსაზრისით, სტატია თითქოს მოუწოდებდა საქართველოს, გაჰყვეს „აზიურ“ მიდგომას: „ჯერ განვითარდი, შემდეგ გაავრცელე“. თუმცა ჩემი სათქმელი აქ არ მთავრდება! სტატიის მეორე ნაწილი აჩვენებს, რომ აზიური მოდელი არ მოერგება ქართულ კულტურასა და ფასეულობებს, რადგან საქართველო ევროპული ქვეყანა უფროა, ვიდრე აზიური. უფრო მეტიც, ნაჩვენები იქნება, რომ წინააღმდეგობა გავრცელებასა და ზრდას შორის არ არის იმდენად მკაფიო, რამდენადაც ამას ნეოკლასიკოსი ეკონომისტები გვთავაზობენ.
რამდენიმე კვირის წინ ბატონმა დონგუინ პარკმა, აზიის განვითარების ბანკის (Asian Development Bank – ADB) მთავარმა ეკონომისტმა, ISET-ში გამართა პრეზენტაცია ADB-ის ხედვის შესახებ. მისი პრეზენტაციის შემდეგ, ერთ-ერთმა დამსწრემ ჰკითხა, ბევრი აზიური განვითარებადი ქვეყნის მსგავსად, ხომ არ უნდა დაივიწყოს საქართველომ უთანასწორობა ცოტა ხნით და მიხედოს ზრდას. ამ კითხვაზე ბატონმა პარკმა უპასუხა, რომ საქართველოს კულტურა და ისტორია, შესაძლოა, შეუთავსებელი აღმოჩნდეს მსგავს პოლიტიკასთან. საქართველო თავისი რელიგიით, კულტურითა და ისტორიით არის ევროპული ქვეყანა, ევროპაში კი ადამიანიები ძალიან მგრძნობიარე არიან სხვა მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების მიმართ. ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიისგან განსხვავებით, სადაც საზოგადოება ბევრად მეტად დაყოფილია (მაგალითად, კასტების სისტემა ინდოეთში ან ტრადიციული იერარქიები იაპონიაში), ევროპული ქრისტიანული და სოციალისტური ტრადიციები აქცენტს აკეთებს საზოგადოების ღარიბი წევრების ცხოვრების პირობებზე. ამ შეხედულებაში, რომელიც პოლიტიკურად ძალიან გავლენიანია ევროპაში, გადაჭარბებული უთანასწორობა ხელს უშლის მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. წინდახედული პოლიტიკა ითვალისწინებს ასეთ კულტურულ აზროვნებას. შესაბამისად, საქართველომაც უნდა აირჩოს პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება გავრცელებულ ქართულ ფასეულობებს.
შეიძლება დავამატოთ, რომ საქართველო, წარმატებული აზიური ქვეყნების, კორეის, ჰონგკონგისა და იაპონიისგან განსხვავებით, აღმოჩნდა უნიკალური გამოწვევების წინაშე, რაც გამოწვეული იყო დაგეგმილი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით. ჩინეთისგან განსხვავებით, რომელმაც შეგნებულად აირჩია, წლობით გაეწელა გადასვლის პროცესი, საბჭოთა კავშირის მოულოდნელმა დაშლამ აიძულა ქართული ეკონომიკა, გადასულიყო ძალიან მოკლე პერიოდში. ეს უკავშირდება ფასეულობებთან დაკავშირებულ კითხვას, რადგან 24 წლის წინ მომხდარი „ეკონომიკურ დიდი აფეთქების“ შედეგად მივიღეთ ძალიან ბევრი ეკონომიკური ხელმოცარული (საზოგადოების ნაწილს გაუჭირდა ახალ სისტემასთან შეგუება, როგორც, მაგალითად, საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებს, რომელთა ადამიანური კაპიტალი სულ რაღაც ორ კვირაში გაუფასურდა). საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო ესარგებლა საბჭოთა კავშირის დანგრევით, რითიც შეიქმნა ძალიან დიდი ნაპრალი საზოგადოების მაღალ და დაბალ საშემოსავლებო ჯგუფებს შორის. აზიისგან განსხვავებით, სადაც უთანასწორობა იყო ხანგრძლივი ისტორიული პროცესების შედგი, საქართველოში უთანასწორობა წარმოიშვა უცებ.
საბჭოთა კავშირის დაშლამ, ასევე, დაასუსტა საშუალო ფენა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არის „სამოქალაქო საზოგადოების“ ბირთვი და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც სცდება განსაკუთრებულ ინტერესებს. უფრო მეტიც, საშუალო ფენის ნაკლებობა ზრდის პოლიტიკური არასტაბილურობისა და სოციალური არეულობის რისკს.
პოლონური რეცეპტი
საინტერესო ფაქტია, რომ მკვეთრი უთანასწორობამ დაარტყა ყველა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს, გარდა პოლონეთისა. პოლონეთი არის ერთადერთი გარდამავალი ქვეყანა, რომელმაც მიაღწია შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას გადაჭარბებული უთანასწორობის გარეშე. მაიკლ პ. კინისა და ესვარ ს. პრასადის მიერ 2002 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის („უთანასწორობა, გადასვლა და ზრდა: პოლონეთის ეკონომიკური გადასვლის ახალი ფაქტები“, ეკონომიკური მიმოხილვა და სტატისტიკა, 324-341 გვ.) თანახმად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლონეთმა საკუთარი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინვე დაუთმო სოციალურ გადასვლებს. როგორც კინი და პრასადი აღნიშნავენ, ამ პოლიტიკას ჰქონდა რამდენიმე დადებითი მხარე. უპირველეს ყოვლისა, პოლონეთმა თავიდან აიცილა ყოველგვარი სოციალური უთანასწორობა, რომელმაც მნიშვნელოვანი დარტმა მიაყენა ბევრ სხვა გარდამავალ ქვეყანას. უკრაინამ დღემდე ვერ მიაღწია პოლიტიკურ სტაბილურობას და რთული არ არის იმის წარმოდგენა, რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი ინვესტორების გადაწყვეტილებაზე, პოლონეთსა შევიდნენ თუ უკრაინაში. მეორეც, საშუალო ფენის გაქრობის თავიდან აცილებამ მიგვიყვანა სამოქალაქო საზოგადოებამდე, რომელმაც გააძლიერა დემოკრატია და თავიდან ააცილა პოლონეთს აუტოკრატთა მიერ ძალაუფლების უზურპაცია, რაც მოხდა ბევრ ყოფილ საბჭოთა საზოგადოებაში. მესამე, გადასვლა გამიზნული იყო ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ გარდამავალი პერიოდის უპირველესი ხელმოცარულები (პოლონეთი მაღალ პენსიებს უხდიდა ასაკოვნებს და გულუხვად უზრუნველყოფდა საზოგადოების ყველაზე მცირეშემოსავლიან ჯგუფებს). ამან გაამარტივა გადასვლის პერიოდი, უფრო მისაღები და შეცვალა პოლონელი ხალხის ქრისტიანული აზროვნება.
ამ უპირატესობებმა, როგორც ჩანს, გადაწონა გადასვლის პოლიტიკის მავნე ეფექტები და პოლონეთმა შეძლო დიდი ზრდისა და დაბალი უთანასწორობის მიღწევა გარდამავალი პერიოდის პირველ რვა წელიწადში.
ნათქვამია: „არ არსებობს ცალხელა ეკონომისტი,“რაც გულისხმობს, რომ ეკონომისტები ყოველთვის ასახელებენ ნებისმიერი საკითხის დადებითსა და უარყოფით მხარეებს. ეს განსაკუთრებით მართალია ჩვენი სტატიის მთავარი თემის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ აზიური მიდგომა ძალიან ეფექტურია გარკვეულ განვითარებად ქვეყნებში, ევროპულ მიდგომასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. ხოლო რომელი მიდგომა არის უკეთესი, უნდა გადაწყდეს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით.
ახალ იდეები
1996 წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სტიმულს აძლევდა შემწეობის მიმღებთ, დაბრუნებოდნენ ჩვეულ გარემოს. ეს პოლიტიკა, რომელიც ცნობილია workfare-ის სახელით, დღემდე მოქმედებს. ტრადიციული კეთილდღეობის სისტემისგან განსხვავებით, workfare-ის სისტემაში ადამიანები იღებენ შემწეობას იმის მიხედვით, რამდენად ცდილობენ საკუთარი შრომის ბაზრის პერსპექტივების გაუმჯობესებას. სხვათა შორის, ჯილდოვდება ტრენინგის მცდელობები, სტაჟირებითა და უხელფასო სამუშაოებით სამუშაო გამოცდილების დაგროვება, რეაბილიტაცია (მაგალითად, ალკოჰოლიზმისა და სხვა დამოკიდებულებებისგან თავის დაღწევის მცდელობები) და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (როგორიცაა, მაგალითად, საპატიო ოფისები და უხელფასო სოციალური სამუშაო).
საკვირველია, მაგრამ იმდროს ბევრ ეკონომისტს სჯეროდა, რომ ეს კანონი მკვეთრად გაზრდიდა სიღარიბეს, რადგანე ეჭვობდნენ, რომ ღარიბი და ხშირად სოციალურად გადაგვარებული ადამიანები მგრძნობიარენი იქნებოდნენ ეკონომიკურ წახალისებაზე. თუმცა 1993-1999 წლებში უმუშევრობის დონე აშშ-ში 2.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო სიღარიბის დონე 15.11%-დან 11.3%-მდე დაეცა. სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ოჯახების რაოდენობა 5-დან 2 მილიონამდე შემცირდა. დღეს ეკონომისტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ workfare წარმატებული იდეა იყო, რადგან მან შეღავათი გაუწია ღარიბ ოჯახებს ისე, რომ არ წაახალისა უსაქმურობა.
კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც ძალიან პოპულარულია განვითარებულ ეკონომიკებში, არის ინკლუზიური ზრდის იდეა. ამ თეორიის თანახმად, არსებობს სხვადასხვა სახის ზრდა, და არც ყველა მათგანი ზრდის უთანასწორობას, მთავრობის დავალებაა, განსაზღვროს ინკლუზიური ეკონომიკური სექტორები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ეკონომისტები დღემდე ცხარედ კამათობენ იმაზე, რამდენად შესაძლებელია ეს. გასული წლიდან ISET-ს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა დიალოგების სერიისთვის ინკლუზიური ზრდა საქართველოში (შვეიცარიის განვითარების კორპორაციის სახელით). წინ კიდევ იქნება ორი დიალოგი და ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს, შეუძლიათ ამომწურავი ინფორმაცია მოიძიონ ISET-PI-ის ვებგვერდზე.