შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როდესაც ბევრი ცოტაა: ფასეულობები და ევროპის კლებადი ნაყოფიერების მაჩვენებელი
პარასკევი, 01 მაისი, 2015

თუ შობადობის საშუალო მაჩვენებლით ვიმსჯელებთ, საქართველო უდავოდ ეკუთვნის ევროპული ერების ოჯახს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ერთ ქალზე 1.82 ბავშვით, ქართველი ერი 2.1-ს ქვემოთაა (თუმცა არც თუ ძალიან). ეს არის მაჩვენებელი, რომელზეც მოსახლეობის რაოდენობა არ იცვლება. საშუალოდ, შობადობის მაჩვენებელი ევროპაში 1.5-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ეს იყო სულ რაღაც 50 წლის წინ. გამონაკლისია სკანდინავიის ქვეყნები, თურქეთი და საფრანგეთი (ევროპის დემოგრაფიული „ლიდერები“ შობადობის მაჩვენებლით ერთ ქალზე 2.1-ის ფარგლებში არიან), დანარჩენი ერების, როგორც ღარიბების, ისე მდიდრების, შობადობის საშუალო მაჩვენებელი კატასტროფულად იკლებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გარკვეული მოულოდნელობები მაინც შეინიშნება.

ფულით ბავშვს ვერ იყიდი

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი, რომელიც იზომება მშპ-ით ერთ სულ მოსახლეზე, და მაღალი ნაყოფიერების მაჩვენებელი ზოგადად ერთმანეთის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს, მათი ურთოერთდამოკიდებულება არც ისე მარტივია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების ჯგუფებს ვაკვირდებით.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მშპ-ის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე თითქმის არავითარ გავლენას არ ახდენს ნაყოფიერების მაჩვენებელზე. აღმოსავლეთ ევროპისგან განსხვავებით, დადებითი ურთიერთდამოკიდებულება შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოსავლის თვალსაზრისით დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ დიდი სხვაობაა, შესაძლოა, შემოსავლის მაჩვენებელმა უნდა მიაღწიოს გარკვეულ ბარიერს, რომ გავლენა მოახდინოს შობადობის მაჩვენებელზე.

თუმცა თვით მდიდარ ქვეყნებშიც გვაქვს გამონაკლისები. გერმანიასა და ავსტრიაში, რომლებიც ტრადიციულად მდიდარი ქვეყნებია და ცხოვრების დონე მაღალია, ნაყოფიერების მაჩვენებელი თითქმის ისეთივეა, როგორიც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რომელთაც უახლოეს წარსულში განიცადეს პოლიტიკური თუ სოციალური არეულობა. მართლაც, გერმანიაში ნაყოფიერების მაჩვენებელი დღეს უფრო დაბალია, ვიდრე 1930-იანი წლების დეპრესიის პერიოდში1.WhenMoreIsLess

ფასეულობები და ბავშვები 

სტატისტიკური მონაცემები ცხადჰყოფს, რომ შემოსავლის გარდა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები, რათა ავხსნათ ევროპაში მიმდინარე ნაყოფიერების მაჩვენებლის კლება. შესაძლოა, აღნიშნული კლების მიზეზი იყოს ოჯახის კრიზისი (ასევე ცნობილია, როგორც „პატრიარქატის დასასრული“) და გარდამავალი პერიოდი, რომელშიც მამაკაცისა და ქალის როლები საზოგადოებასა და ოჯახში შეიცვალა, რის გამოც მთელი ყურადღება გადავიდა პირად შეფასებაზე. დღეს ჩვენ მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ნებისმიერი სახის პირად მისწრაფებებთან, მათ შორის იმ შეხედულებებთან, რომლებიც ცენტრალურია ადამიანის ცხოვრებაში, როგორიცაა, მაგალითად, სხვა ადამიანებთან ღრმა კავშირის გრძნობა, ოჯახის ქონის სურვილი.

მოსაზრებას, რომ ფასეულობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის პირადი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, როგორც ჩანს, ადასტურებს, მსოფლიო ფასეულობათა კვლევის მიერ მოპოვებული მონაცემებიც. ამ თავისი შინაარსითა და მასშტაბით უნიკალური კვლევის მონაწილეებს მთელ მსოფლიოში დაუსვეს უამრავი კითხვა, რაც ეხებოდა მათ პირად შეხედულებას ოჯახზე, რელიგიაზე, მოლოდინებსა და პირად მდგომარეობაზე. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ, თუ როგორ არის დაკავშირებული ნაყოფიერების მაჩვენებელი ქორწინების მნიშვნელობის (გრაფიკი #1), ოჯახის მნიშვნელობის (გრაფიკი #2), და ბავშვებში სასურველ დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის (გრაფიკი #3 და #4) შესახებ ადამიანთა პირად შეფასებებთან. გამოქვეყნდა კვლევის მეხუთე რაუნდში (2005-2009) ევროპული ქვეყნებიდან მიღებული მონაცემები, ვინაიდან ის გვთავაზობს უახლეს მონაცემებს ევროპული ქვეყნების უმრავლესობიდან.

გრაფიკი #1                                                 გრაფიკი #2

BlogPhoto2

გრაფიკი #3                                                 გრაფიკი #4

WhenMoreIsLess3

როგორც ზემოთ მოცემულ გრაფიკებზე ვხედავთ, შეხედულება, რომ ქორწინება არ არის მოძველებული ინსტიტუტი, ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ნაყოფიერების მაჩვენებელთან. შეფასება, რომ ოჯახი მნიშვნელოვანია, ასევე, პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებაშია ნაყოფიერების მაჩვენებელთან. ყველაზე სუსტი დამოკიდებულება შეინიშნება ნაყოფიერების მაჩვენებელსა და დამოუკიდებლობას, როგორც ბავშვებში სასურველ თვისებას შორის. ეს ურთიერთდამოკიდებულება უფრო მჭიდრო იყო, როდესაც გათვალისწინებულ იქნა პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც სასურველი თვისება ბავშვებში.

ეს დეტალური ანალიზი კარგად წარმოაჩენს, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პირადმა შეფასებებმა ადამიანის ოჯახის სტრუქტურასა და მომავალზე. აქ მე ვგულისხმობ ადამიანის დამოკიდებულებას ქორწინებისა და ოჯახისადმი, ასევე, ამ თვისებების შესაბამის სასურველობას ბავშვებში. უფრო ზუსტად, როგორც ჩანს, ბევრ საზოგადოებაში, რომელიც უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირად დამოუკიდებლობას, ცოტა ბავშვი იბადება. ასეა გერმანიის, სლოვენიისა და შვეიცარიის შემთხვევაში. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ადამიანის პირადი შემოსავლისა და ზოგადად კარგი სოციალური გარემოსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, წესით, საუკეთესო უნდა იყოს ოჯახური ცხოვრებისთვის (გამონაკლისია შვედეთი, როგორც მაღალი ნაყოფიერების თვალსაზრისით, ისე იმ მონაწილეთა მაღალი პროცენტულობით, რომელთაც მიუთითეს, რომ „დამოუკიდებლობა“ არის სასურველი თვისება ბავშვებისთვის). ეს მოსაზრება დასტურდება, როდესაც განვიხილავთ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი ნაყოფიერების მაჩვენებელი. ასეთებია, მაგალითად, თურქეთი, საფრანგეთი და საქართველო. აქ, ადამიანების უმრავლესობამ გამოტოვა სიტყვა „დამოუკიდებლობა“, როდესაც ჰკითხეს ბავშვისთვის სასურველ თვისებებზე, რაც მიუთითებს გაბატონებულ შეხედულებაზე ოჯახის, როგორც მჭიდრო, ურთიერთდამოკიდებულ ერთეულზე.WhenMoreIsLess2

წყარო: მსოფლიო ღირებულებათა კვლევა, რაუნდი 5: 2005-2009: ბავშვის თვისებები: დამოუკიდებლობა. წყარო ნაყოფიერების მაჩვენებლის მონაცემებზე: მსოფლიო ბანკი, 2014 წელი.

მეორე მხრივ, „პასუხისმგებლობის გრძნობის,“ როგორც ბავშვებისთვის სასურველი თვისების, უფრო მაღალი სიხშირე დადებითად იყო დაკავშირებული ნაყოფიერების მაჩვენებელთან (ქვედა მარცხენა გრაფიკი).

WhenMoreIsLess1

წყარო: მსოფლიო ღირებულებათა კვლევა, რაუნდი 5: 2005-2009: ბავშვის თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა. წყარო ნაყოფიერების მაჩვენებლის მონაცემებზე: მსოფლიო ბანკი, 2014 წელი.

ცნება პასუხისმგებლობის გრძნობა, რა თქმა უნდა, განსხვავდება დამოუკიდებლობისგან. თუკი დამოუკიდებლობა გულისხმობს, რომ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა, პასუხისმგებლობის გრძნობა გულისხმობს სხვებზე ზრუნვას, რაც თვითშეფასების ნაწილია. შედეგად, მსგავსი ქცევების შესაძლო ეფექტები ოჯახის ფორმირებასა და ნაყოფიერების მაჩვენებელზე საჭიროებს უფრო ფრთხილ შესწავლას.

როგორც ვთქვით, ოჯახისა და პირადი მოლოდინების აღქმამ, შესაძლოა, ასევე, მოახდინოს გავლენა ნაყოფიერების მაჩვენებლის კლებაზე. მაგალითად, გერმანიაში კვლევის მონაწილეებს ჰქონდათ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება დიასახლისებთან დაკავშირებულ მთელ რიგ შეკითხვებზე (რესპოდენტთა მხოლოდ 11%-მა განაცხადა, რომ მათ დიასახლისობა და ანაზღაურებადი სამსახური მიაჩნიათ თანაბრად დამაკმაყოფილებლად). ოჯახსა და ქორწინებაზე უფრო ტრადიციულ შეხედულებებთან (მაგალითად, რელიგიის მნიშვნელობა) დაკავშირებულმა ზოგიერთმა სხვა ცვლადმაც არ გამოიწვია დიდი რეზონანსი კვლევის მონაწილეებში. შეხედულებები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს პირად დამოუკიდებლობას და არის დაბალი ნაყოფიერების მიზეზი გერმანიაში, მიუხედავად ცხოვრების მაღალი დონისა (და, ალბათ, ნაწილობრივ ამის გამოც), შეიძლება სულაც არ იყოს მოულოდნელი.

კერძოდ კი, სოციალური დაცვა და მაღალი პირადი შემოსავალი ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში, სხვადასხვა ღირებულებებითა და ვალდებულებებით აღსავსე ცხოვრებისადმი თვით-ცენტრალურ დამოკიდებულებასთან ერთად, შესაძლოა, ასევე, ხელს უწყობდეს თავდაჯერების პირადი გრძნობის განვითარებას, რაც იწვევს სხვებზე ნაკლებ დამოკიდებულებას. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ზემოხსენებულ ოჯახის კრიზისს.

უფრო ოპტიმისტურ ნოტაზე რომ დავასრულოთ სტატია, ბოლო რამდენიმე წელიწადში დაფიქსირდა ნაყოფიერების მაჩვენებლის მცირე ზრდა იმ ქვეყნებში, რომელთაც ამ მაჩვენებლის კლებამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პიკი მიღწეულია და  წინ უკეთესი მომავალი გველის.

[1] Coleman, David. The Road to Low Fertility, Ageing Horizons, Issue No. 7, 7-15, Oxford Institute of Ageing

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა