შეავსე ფორმა
Logo
ქორწინება: სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს(?)
18 თებერვალი 2017

ქორწინების ფენომენი ჩვენი კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში ქორწინება „აუცილებელი“ რამაა. ქორწინების რიტუალს აღასრულებს რელიგიური ან სახელმწიფო დაწესებულება, ან ორივე ერთად. ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული ქართველი ახალგაზრდების კვლევა ავლენს 14-29 წლის ახალგაზრდების აღქმას, ინფორმირებულობას და დამოკიდებულებას ქორწინების მიმართ. კვლევის სახელია „თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016, საქართველო“.

მოსახლეობის კლება საქართველოში
21 სექტემბერი 2015

გაეროს მოსახლეობის პროგნოზების (მუდმივი ნაყოფიერების სცენარის) თანახმად, საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობა 2.8 მილიონამდე შემცირდება. 2013 წელს საქართველო იყო იმ 19 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობამაც, წინა წელთან შედარებით, იკლო. ამას თან ერთვის დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში მკვეთრადაა გამოხატული ვაჟების სასარგებლოდ.

როდესაც ბევრი ცოტაა: ფასეულობები და ევროპის კლებადი ნაყოფიერების მაჩვენებელი
01 მაისი 2015

თუ შობადობის საშუალო მაჩვენებლით ვიმსჯელებთ, საქართველო უდავოდ ეკუთვნის ევროპული ერების ოჯახს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ერთ ქალზე 1.82 ბავშვით, ქართველი ერი 2.1-ს ქვემოთაა (თუმცა არც თუ ძალიან). ეს არის მაჩვენებელი, რომელზეც მოსახლეობის რაოდენობა არ იცვლება. საშუალოდ, შობადობის მაჩვენებელი ევროპაში 1.5-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ეს იყო სულ რაღაც 50 წლის წინ.

შეავსე ფორმა