კვლევითი გუნდი
გიორგი ნებულიშვილი ISET-ის კვლევით ინსტიტუტს 2023 წლის აგვისტოში შეუერთდა. იგი მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარია. გიორგი თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრი (2018 წ.) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრია (2014 წ.).
2012 წლიდან გიორგი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა IT საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც კომპანიებში ERP გადაწყვეტილებებს ნერგავდა. 2017 -2018 წწ-ში გიორგი ISET-ში ლექტორის თანაშემწე იყო და სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს მაკროეკონომიკას ასწავლიდა. 2020-2023 წწ-ში გიორგი ეკონომიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებში“. 2018 წლიდან იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორიცაა, სადაც საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს ეკონომიკის პრინციპებს ასწავლის.