კვლევითი გუნდი
თათია ხიდაშელი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარია. თათია თსუ ეკონომიკის საერთაშორის სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრია.
მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში თათიამ საზაფხულო სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიარა. 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო მუშაობა აუდიტორის პოზიციაზე და მუშაობდა პროექტებზე, რომლებიც სამთავრობო უწყებებისა და პროგრამების ეკონომიკურობას, ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას აფასებდა. პარალელურად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკის პრინციპებს ასწავლიდა. 2022 წლიდან თათია არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლებსა და მენეჯერულ სტატისტიკას ასწავლის.