გუნდი
ელენე ცხომელიძე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით.
ელენე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების დოქტორანტი. მისი სადოქტორო ნაშრომია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების სავაჭრო ინტეგრაცია ევროკავშირთან: DCFTA-ს ეფექტიანობა და არსებული გამოწვევები“. ელენე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია.
ISET-ის კვლევით ინსტიტუტში მოსვლამდე, ელენე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტსა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოში მუშაობდა.