შეავსე ფორმა
Logo

მმართველი საბჭო

თამარ სულუხია
ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
+995 322 507 177

თამარ სულუხია 2016-2019 წლებში მსოფლიო ბანკში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის თურქეთის პროგრამას ხელმძღვანელობდა. 2010-2015 წლებში იგი უკრაინის, ბელარუსისა და მოლდავეთის მდგრადი განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობდა, კიევში. თამარმა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში 2004 წელს დაიწყო მუშაობა ინფრასტრუქტურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. მანამდე იგი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (2004 წ.) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადგილობრივი მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი (2002-2004 წწ) იყო. 2001-2002 წწ-ში თამარი ფულბრაიტის მკვლევარის სტატუსით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა, 1997-2001 წწ-ში კი USAID-ის კავკასიის ოფისში განვითარების თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა. თამარს აქვს არაერთი წამყვანი ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოს წევრობის გამოცდილება. ის იყო საქართველოს ურბანული განვითარების ქალთა ასოციაციის პრეზიდენტიც. 2002-2009 წწ-ში იგი ურბანული პოლიტიკისა და მმართველობის კურსს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. იგი ურბანული დაგეგმარებისა და მმართველობის თემაზე არაერთი პუბლიკაციის ავტორია. 1997 წელს თამარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანული დაგეგმარების დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

მსგავსი ნამუშევრები

ყველას ნახვა
მეტის ნახვა
განათლების სექტორი ბაზრის მოთხოვნასთან აცდენილია
მეტის ნახვა
საქართველოს ევროპული მომავალი: პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრის პერსპექტივა
მეტის ნახვა
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება
მეტის ნახვა
ევროპული მომავალი და შენი მოსალოდნელი კეთილდღეობა
მეტის ნახვა
ევროპული მომავალი და შენი მოსალოდნელი კეთილდღეობა
მეტის ნახვა
გჯერათ, რომ კლიმატის ცვლილება რეალური საფრთხეა და ის თქვენ გეხებათ?
მეტის ნახვა
როგორ შექმნა უკრაინამ შესაძლებლობა, სამყარო უკეთესი გახდეს, და იყენებს თუ არა ამ შანსს სამყარო?
მეტის ნახვა
ინფლაცია, ამჯერად ნდობის
მეტის ნახვა
ღირს თუ არა, შევინარჩუნოთ COVID-19-ის მიერ მოტანილი ზოგიერთი იძულებითი სიახლე პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც?
მეტის ნახვა
ჭავჭავაძის ძველი გამზირი ახლებურად – ცნობილი სახეები ავტობუსში?
შეავსე ფორმა