გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პანდემია დაიწყო, მუდმივად გვესმის ფრაზები „შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში“, „ცვალებადობა და რყევები საერთაშორისო ბაზრებზე“ და „ამ უპრეცედენტო დროში“. სწორედ ამ ფრაზებით იწყება ხოლმე ახალი ამბები პანდემიით გამოწვეული სურსათის ფასების ზრდის შესახებ.
კახეთი ერთ-ერთია საქართველოს იმ რეგიონებს შორის, რომელიც ეკონომიკურად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის თანახმად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების 40.1% კახეთზე მოდის. ამ მიწების უდიდესი წილი სახნავ მიწებზე, საძოვრებსა და ვენახებზე მოდის, რაც განაპირობებს კახეთის ლიდერობას მარცვლეულის წარმოების, მეცხოველეობის და მეღვინეობის მიმართულებებით. 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ღვინის 75.5% კახეთზე მოდიოდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) ახლახან გამოაქვეყნა 2021 წლის II კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. გამოცემის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოშვება შემცირდა 2.3%-ით შემცირდა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის წილმა ამ პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.8% შეადგინა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2021 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ყოველწლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორისათვის – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში 2020 წელს მშპ-მა 8.4% შეადგინა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წელს (7.2%), მაგრამ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ შეადგენს მშპ-ს საშუალოდ 7-8%).