საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით პროექტის ფარგლებში — „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2000 წელს შეიმუშავა 183-ე კონვენცია, რომელიც დედობის დაცვის კონვენციის სახელით არის ცნობილი. კონვენციის მიზანი დედების და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა და შრომის ბაზარზე ყველა ქალისთვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფაა. კონვენცია ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელთა დანერგვაც ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად არის საჭირო შრომის ბაზარზე. ამ დროისათვის კონვენცია ILO-ის 39 წევრ ქვეყანაშია რატიფიცირებული.
გენდერული თანასწორობის ინდექსის პრეზენტაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA) ჩატარდა ISETის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”. ეს კვლევა წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ ინიცირებულ და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავლის“ ექს-ანტე (ex-ante) GIA-ს.
გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) არის თანასწორობის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამისა და მომსახურების გენდერული ზეგავლენის შეფასებას. GIA უზრუნველყოფს ტექნიკურ ცოდნას, იმისათვის რომ გააძლიეროს საჯარო სექტორის, კვლევითი (ე.წ. think tanks) და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები, რათა მათ შეეძლოთ როგორც გენდერზე მორგებული, ასევე სამართლიანი პროგრამების შექმნა.