წლებია გენდერული უთანასწორობა მუდმივ პრობლემას წარმოადგენს (მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია სტაბილურად უმჯობესდება). COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა ქალები არაპროპორციულად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააგდო, რამაც საფრთხე შეუქმნა წლების განმავლობაში გენდერული თანასწორობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
პოლიტიკის დოკუმენტი აჯამებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მთავარ მიგნებებს.
საქართველოს კონვენცია ჯერ არ აქვს რატიფიცირებული და მისი კანონმდებლობა არ შეიცავს საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის განსაზღვრებას. თუმცა, ტერმინი ნაწილობრივ გამოიყენება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის. საოჯახო პასუხისმგებლობის ქონა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაო ასაკის მქონე პირის მახასიათებლებზე შრომის ბაზარზე.
შერჩეული სამთავრობო პროგრამებისა და პოლიტიკისთვის ჩატარებული გენდერული ზეგავლენის შეფასებების (GIAs) მიზანია საქართველოს საჯარო რეესტრის შესახებ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მარტოხელა მშობლების სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ანალიზი.
“სამხრეთ კავკასიაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ რეგიონული პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაკვეთით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი „სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსს“ შეიმუშავებს.