ყოველ ზამთარს ბუნებრივი აირი ენერგეტიკული პოლიტიკის ის საკითხია, რომელიც აქტიურად განიხილება ტელევიზიასა და პროფესიულ წრეებში. პოლიტიკური მსჯელობა ხშირად ეხება ფასებსა და მიწოდების პირობებს. ასეთი აქტიური განხილვის მთავარი მიზეზი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. რა არის ენერგეტიკული უსაფრთოება? ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მას ასე განმარტავს: „ენერგიის წყაროების უწყვეტი მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად“.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის უფროსის, ნორბერტო პინიატის ხელმძღვანელობით ჩაატარა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA).
რამდენიმე კვირის წინ ელონ მასკმა (SpaceX-ის და Tesla Motors-ის გენერალური დირექტორი და, სხვა მრავალ კომპანიასთან ერთად, SolarCity-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ორი ახალი პროდუქტი წარადგინა: სახურავის მზის ფილები SolarCity-სგან და Tesla’s Powerwall 2 (ბატარეა), რომლებიც ერთად გამოსაყენებლად შეიქმნა და რევოლუციას მოახდენს მზის ენერგიის ფოტოელექტრო სისტემებში. ამ სიახლემ აღაფრთოვანა მთელი მსოფლიოს (მათ შორის საქართველოს) ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები, გარემოს დამცველები და განახლებადი ენერგიის მხარდამჭერები.
ეს სტატია უაღრესად ტექნიკურ თემაზეა. თავიდანვე რომ არ დავკარგოთ ძვირფასი მკითხველი, ნება მოგვეცით, სტატიას წავუმძღვაროთ მონტესკიეს ცნობილი დოქტრინა: Les lois inutiles affaiblissent les lois nécessaires – „უსარგებლო კანონები ასუსტებს საჭირო კანონებს“. ეს პრინციპი ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ კანონმდებლებმა და პოლიტიკოსებმა. თუ რეგულაცია არ არის სასარგებლო, უნდა მოვიშოროთ თავიდან. ბევრმა ჭკვიანმა ქართველმა მიმართა ამ პრინციპს. მაგალითად, კახა ბენდუქიძეს ხშირად აქებენ ქართული კანონმდებლობიდან ბევრი უსარგებლო კანონის ამოღებისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.