გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2019 წლის თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2018 წლის დეკემბერში პოლონეთში გასამართი COP24 კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის მზადების დროს მკვლევარებმა გამოაქვეყნეს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ანგარიში, რომელშიც ხაზს უსვამენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურის სულ რაღაც ნახევარი გრადუსით, 1.5-დან 2 გრადუსამდე ზრდას. IPCC-ის უახლეს ანგარიშზე ცხარე დებატები გაიმართა, რის პარალელურადაც ამ წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში უილიამ ნორდჰაუსმა მიიღო.
საქართველოს წყლის რესურსების მართვის არაერთი კანონი და რეგულაცია აქვს, რომლებიც 1990-იან წლებში დაიწერა და 2003 წელს ნაწილობრივ შეიცვალა. თუმცა ცვლილებები ყოველთვის ცხადი და თანმიმდევრული სტრატეგიის ნაწილი არ ყოფილა. შედეგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ევროპის ეკონომიკურ კომისიას (United Nations Economic Commission for Europe – UNECE) თუ დავესესხებით, მოქმედი კანონმდებლობა არის „გამოუსადეგარი და დანაწევრებული სისტემა“.
2012-2016 წლებში მოხმარებასა და გამომუშავების წლიურ ტენდენციას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ პერიოდში გამომუშავება მოხმარებას აჭარბებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომუშავება-მოხმარებას შორის სხვაობა დადებითი იყო. თუმცა 2017 წელს ტენდენცია შიეცვალა და ადგილობრივი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღარ აღმოჩნდა. პირველ გრაფიკზე ვხედავთ, რომ 2018 წელს განსხვავება კიდევ უფრო გაღრმავდა, კერძოდ, გამომუშავება-მოხმარებას შორის უარყოფითი სხვაობა 2017-ის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა (344 მლნ. კვტ.სთ-იდან 447 მლნ. კვტ.სთ-მდე).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2019 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.