06
თებერვალი
2016
თუკი დასავლეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ეწვევით, ერთი რამ, რაც თვალში გეცემათ, არის თვალსაჩინო სიღარიბის საშუალო ასაკი. აქ უფრო ხშირად წააწყდებით ქუჩაში დახმარების თხოვნით ხელგაწვდილ მოხუცებს და ღარიბულად ჩაცმულ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე იაფი პროდუქტების მომხმარებლები არიან.
18
იანვარი
2016
სამ წელზე მეტია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აკვირდება ქართველი მომხმარებლების განწყობას. ყოველთვე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რეკავს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დაახლოებით 330 ადამიანთან და ატარებს გამოკითხვას. ინტერვიუერი იწყებს მარტივი კითხვებით რესპოდენტის ასაკის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შემდეგ ინტერესდება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობითა და ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობისადმი მისი პირადი მოლოდინით.
16
ნოემბერი
2015
კვლევის მიზანია აზიის განვითარების ბანკისა და სხვა განვითარების პარტნიორებისთვის სამუშაოს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების წარდგენა და გნავითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა დ ოპერაციების ფარგლებში ინკლუზიური ზრდისთვის საჭირო პირობების შექმნაში.
15
ოქტომბერი
2015
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მომავალზე საუბრისას მოიყვანა ელექტრული წრედის მაგალითი. კვირიკაშვილმა, რომელიც პრესტიჟული კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია, განმარტა, რომ მიმდევრობითი შეერთება – მარტივი ჯაჭვი – მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეულ მის შემადგენელ ნაწილზე.
24
სექტემბერი
2015
ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასებმა ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში 110 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა 2014 წლის აგვისტოში მოულოდნელად მკვეთრად დაეცა და სულ რაღაც 5 თვეში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 50 აშშ დოლარი შეადგინა. უკვე ერთი წელი გავიდა და, როგორც ჩანს, ბარელი ნავთობის არსებული ფასი უცვლელი დარჩება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მაინც.