31
დეკემბერი
2018
კვლევა აანალიზებს საქართველოში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებულ მონეტარიზებულ ეკონომიკურ დანახარჯებსა და სარგებელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გავრცელებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
24
დეკემბერი
2018
25 დეკემბერს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი (დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი) შობას აღნიშნავს. ტრადიციულად, ეს სეზონი საჩუქრების ყიდვასთან ასოცირდება. საშობაო საჩუქრების შეძენაში უზარმაზარი თანხები იხარჯება! მაგალითად, 2018 წელს აშშ-ში საშობაო საჩუქრების მოსალოდნელი დანახარჯი ერთ ადამიანზე 885 აშშ დოლარს უტოლდება, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის წლიური შემოსავლის დაახლოებით 2.8%-ია.
11
ივნისი
2018
კვლევა მოიცავს 48 მოწინავე ბანკს შემდეგ 13 ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ალბანეთი, მაკედონია, პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩეხეთი და ხორვატია. შერჩეული ქვეყნები წარმოადგენენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.
24
აპრილი
2018
ქვეყნების დონეზე ჩატარებული უნიკალური კვლევა ადარებს საცალო საკრედიტო პროდუქტების ჯგუფის საპროცენტო განაკვეთებს საქართველოში და გარდამავალი ეკონომიკის შერჩეულ ქვეყნებში.
01
იანვარი
2018
ეს კვლევა მიზნად ისახავს ახსნას, თუ როგორ მოხდა საქართველოს ეკონომიკური განვითარება ბოლო 12-15 წლის განმავლობაში, მიუხედავად სოფლიდან ქალაქში მიგრაციის არარსებობისა, რაც ეწინააღმდეგება განვითარების ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეორიის – ლუისის მოდელის პროგნოზებს.