შეავსე ფორმა
Logo
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და შერბილების ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი საქართველოს შერჩეულ სექტორებში
26 აგვისტო 2024

პროექტი „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და შერბილების ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი საქართველოს შერჩეულ სექტორებში" ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორების სიღრმისეული ანალიზის ჩატარებას, რაც მსოფლიო ბანკის ქვეყნის კლიმატისა და განვითარების ანგარიშის (CCDR) ნაწილი უნდა იყოს.

ევროპა და შენი ეკონომიკური კეთილდღეობა
03 ივნისი 2024

პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და დემოკრატიულ პროცესში ჩართულობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის უპირატესობების ძლიერ და ინკლუზიურ გაგებას საქართველოში ყველა ასაკისა და ეთნიკური ჯგუფისთვის.

კლიმატის ცვლილების კანონპროექტის სიღრმისეული ექს-ანტე რეგულირების ზეგავლენისა და გენდერული ზეგავლენის შეფასება
12 თებერვალი 2024

საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ არაერთი შეთანხმების, მათ შორის პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერია. 2021 წელს საქართველომ გამოაქვეყნა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC), რომლის თანახმადაც ქვეყანაში სათბური გაზების ემისია 35%-ით უნდა შემცირდეს 1990-იანი წლების დონესთან შედარებით.

მაღალი ზრდისა და საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება
01 თებერვალი 2024

პროექტის „ინკლუზიური წვდომა ბაზრებზე“ (IA2M) მიზანია ქართული მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა ევროკავშირისა და ევროპის ბაზრებზე.

მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულება: 2023 წლის მიმოხილვა
06 ნოემბერი 2023

უკანასკნელ წლებში გაციფრულება კვლავაც განაგრძობს გლობალური კონტექსტის გარდაქმნას და გავლენას ახდენს ცხოვრების და ბიზნესის კეთების ყველა ასპექტზე. პანდემიამ დააჩქარა ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და ის კრიტიკულ ფაქტორად აქცია ბიზნესების სიცოცხლისუნარიანობისთვის.

შეავსე ფორმა