შეავსე ფორმა
Logo
ქართული ლუდის აქციზის გადასახადის ექსპერიმენტები
10 ოქტომბერი 2015

ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდნენ, როგორც ჩანს, ლუდის შიდა მწარმოებლების გამძლეობის შესამოწმებლად. 2014 წლის სექტემბერში სექტორს დარტყმა მიაყენა სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლმა, რომელიც კრძალავს ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას საჯარო თავშეყრის ადგილებში. ლუდის ბაზარი, რომელსაც 97% ადგილობრივი მწარმოებლები ამარაგებენ, მაშინვე შემცირდა 22%-ით (ფიზიკური მოცულობა, იხ. ჩარტი), წლიური თვალსაზრისით.

ქართველი ფერმერების რუსული რულეტი
26 სექტემბერი 2015

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში. მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს.

ქართველი გუთნისდედის აღზევება
11 სექტემბერი 2015

კომპანიის მართვაში ქალების ჩართვა სასარგებლოა კომპანიის საქმიანობისთვის. მაგალითად, გავლენიანი Catalyst-ის ანგარიშის (დედააზრი: კორპორაციული მუშაობა და საბჭოში ქალების წარმომადგენლობა) თანახმად: „კომპანიებს, რომელთაც მიაღწიეს [გენდერულ] მრავალფეროვნებას, საშუალოდ, სხვა კომპანიებზე უკეთესი ფინანსური შედეგები აქვთ“.

8 სექტემბერი, 2015 | რთველის მოახლოებასთან ერთად საკვები პროდუქტების ფასები ეცემა
07 სექტემბერი 2015

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2015 წლის 8 სექტემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

სად არის უფასო სადილი?
13 ივლისი 2015

საშუალო ქართული ოჯახი თავისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტს ხარჯავს საკვებზე. აქედან გამომდინარე, ქართველი მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა საკვები პროდუქტების ფასებისადმი, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება ძალიან კარგიც კი იყოს. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, „2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასები 14%-ით დაეცა და მიაღწია ბოლო ხუთი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს“.

შეავსე ფორმა