შეავსე ფორმა
Logo
სამეწარმეო განათლება საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში
30 სექტემბერი 2016

ეს პროექტი, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტოსა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა, მიზნად ისახავს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების გაძლიერებას.

სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა
17 ივნისი 2016

პროექტის მიზანია ქართული პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების გაძლიერება, რისთვისაც კვლევა აფასებს მეწარმეობის სწავლების საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას და აანალიზებს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების არსებულ ვითარებას.

თუში ფერმერის პორტრეტი მეწარმეობისას
14 მარტი 2016

პირველად გოგის 2015 წლის ზამთარში შევხვდით, როდესაც ფერმერებისგან ინტერვიუებს ვიღებდით რატის მშობლიურ ქვემო ალვანში. ახმეტის რაიონში მდებარე ქვემო და ზემო ალვანი ჩვეულებრივი კახური სოფლები არ გეგონოთ. ამ სოფლებს ზამთრის სადგომად იყენებენ თუშეთის მაცხოვრებლები. თუშეთსა და კახეთს ერთმანეთისგან აბანოს უღელტეხილი (3,000 მ.) ჰყოფს.

როგორ მოქმედებს ასაკი საქართველოს რეგიონების „ინკლუზიურ ზრდაზე“
04 მაისი 2015

ამჟამად ფერმერობა საქართველოში „იძულებითი საქმიანობაა“ – ქართველ „ფერმერთა“ დიდი უმრავლესობა პროფესიული თვალსაზრისით არც არის ფერმერი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, იარსებონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას მაშინვე შეამჩნევთ, რომ ამ იძულებითი საქმიანობით ძირითადად ასაკოვანი თაობაა დაკავებული.

შეავსე ფორმა