ეს პროექტი, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტოსა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა, მიზნად ისახავს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების გაძლიერებას. ამ მიზნით, პროექტი განიხილავს მეწარმეობის სწავლების საუკეთესო ევროპულ მაგალითებს და აანალიზებს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში მეწამეობის განათლების სწავლებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ამ ანალიზზე დაყრდნობით, პროექტი პროფესიული განათლების დაწესებულებებს სთავაზობს სამეწარმეო განათლების გაუმჯობესების, ნიჭიერი და დაინტერესებული მომავალი მეწარმეების გამოვლენისა და მათთვის შეძენილი უნარჩვევებისა და ცოდნის გამოცდისთვის საჭირო გარემოს შექმნის გზებს.
დღემდე ბევრი ქართველისთვის პროფესიული განათლება არ არის მიმზიდველი ალტერნატივა. მაგალითად, EUVEGE-ის (2016 წ.) თანახმად, 20-24 წლის იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც პროფესიული განათლების დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობას წარმოადგენს, მხოლოდ 1.19%-ია. ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების მხარდაჭერამ შეიძლება გააძლიეროს სტუდენტთა ცნობიერება მეწარმეობის, როგორც შესაძლო კარიერული ალტერნატივის შესახებ და, დიდი ალბათობით, გაზარდოს პროფესიული განათლების დაწესებულებების, როგორც უმაღლესი განათლების ალტერნატივის, მიმზიდველობა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. მეტიც, სამეწარმეო განათლებისადმი სისტემურმა მიდგომამ შეიძლება გაზარდოს პროფესიული განათლების დაწესებულებების კურსადმთავრებულთა თვითდასაქმების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში მეწარმეობის კულტურის განვითარებას.