2023 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) კი მნიშვნელოვნად, 7.3%-ით არის შემცირებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის სექტემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 5.1%-ს შეადგენს, ხოლო 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება – 6.8%-ს.
ინდექსის ზრდის ტენდენცია შეიცვალა. 2023 წლის ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) აღმასვლის ტენდენცია შეიცვალა. ინდექსი 3.7 ერთეულით შემცირდა და ოქტომბერში არსებული -16.4 პუნქტიდან ნოემბერში -20.1 პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ შემცირებაში წვლილი შეიტანა ორივე ქვე-ინდექსმა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 5 პუნქტით შემცირდა, მოლოდინების ინდექსი კი – 2.4 პუნქტით.
2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. თვიურ ჭრილში (2023 წლის ოქტომბერთან შედარებით) ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურად (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.
ზრდის ტენდენცია გრძელდება. ოქტომბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) 3.1 პუნქტით გაიზარდა და სექტემბერში დაფიქსირებული -19.5-დან -16.4 პუნქტს მიაღწია. ამჯერად ცვლილება, მეტწილად, მიმდინარე მდგომარეობის ქვეინდექსის ზრდამ განაპირობა, რომელიც 5.5 პუნქტით გაუმჯობესდა. მოლოდინების ინდექსი კი შედარებით მცირედით, 0.5 პუნქტით გაიზარდა.