შეავსე ფორმა
Logo
გენდერული თანასწორობის მიღწევა არ იქნება ადვილი – სწორედ ამიტომ უნდა დავფიქრდეთ სერიოზულად მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკის მიდგომებზე
17 იანვარი 2020

2019 წლის 15-16 ნოემბერს FREE Network-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში გენდერის ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციამ, რომელზე წარმოდგენილი ნაშრომებიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებს ეხებოდა, ერთ სივრცეში მოუყარა თავი მკვლევარებს, პოლიტიკის შემქმნელებს და, ზოგადად, განვითარების თემით დაინტერესებულ საზოგადოებას. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრობლემები და არსებული შეზღუდვების აღმოფხვრის ეფექტური პოლიტიკის ვარიანტები.

მოაგვარა თუ არა საქართველომ “გამქრალი გოგონების” პრობლემა?
27 დეკემბერი 2019

დღესდღეობით, ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო მსოფლიოში 126 მილიონი ქალი ითვლება "გამქრალად". 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში1 ქალთან შედარებით 25%-ით მეტი მამაკაცი დაიბადა (UNFPA). ჩინეთში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) მაჩვენებელი 1987 წელს 107-ი იყო, 2005 წელს კი 120-ს გაუტოლდა [ბიოლოგიური ნორმა 105 ვაჟია 100 გოგონაზე] (Li, 2007). ინდოეთში, 1982-1984 წლებში SRB 109-ის ნიშნულზე ფიქსირდებოდა, 2003-2005 წლებში კი 113.6-მდე გაიზარდა (Kulkarni, 2007). კორეის რესპუბლიკაში, 1985 წელს დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა 109 იყო, 1994 წელს მაჩვენებელმა 115-ს მიაღწია (KNSO, 2004), თუმცა მოგვიანებით ბიოლოგიურ ნორმას დაუბრუნდა.

ადვოკატირების, მედიასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სტრატეგიული ჩარჩო და გზამკვლევი საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის აღმოსაფხვრელად
07 ნოემბერი 2019

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა (GBSS) ვაჟების სასარგებლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა არაერთ ქვეყანაში გვხვდება. პატრიარქალური სტრუქტურები აძლიერებენ ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკას და ხელს უწყობენ ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი სოციალური გარემოს შენარჩუნებასა და დისკრიმინაციას. მეტიც, GBSS არის უთანასწორობის გამოვლინება სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში.

რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის
01 ოქტომბერი 2019

პროექტის პირველი კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის ეროვნულ ინსტიტუციებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა შემუშავებულ იქნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 183-ე (დედობის დაცვის შესახებ), 156-ე (საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ) და 189-ე (ოჯახში დასაქმებულების შესახებ) კონვენციების რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასება.

სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში
26 სექტემბერი 2019

წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) გაუმჯობესება ბოლო 15 წლის განმავლობაში. იგი მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ ანალიზს. ფოკუს ჯგუფების, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ეკონომეტრიკული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორები, რომელთაც განაპირობეს დაბადებისას სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობის გაუმჯობესება.

შეავსე ფორმა