რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ხელშეწყობას სათანადო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოსა და საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ელექტრონული კომერციის რეფორმა მრავალი სხვადასხვა ასპექტისაგან შედგება და აერთიანებს დამნერგავი სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის აქტივობებს.
17 თებერვალს რეფორმეტრმა მორიგ კერძო-საჯარო დიალოგს უმასპინძლა, რომელიც ამჯერად ელექტრონული კომერციის რეფორმის წარდგენას დაეთმო.
გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში მკვეთრად განსხვავდებოდა საერთაშორისო სტანდარტებისგან – ის ვერ აკმაყოფილებდა ვერც მოვალეთა და ვერც კრედიტორთა ინტერესებს და გადახდისუუნარო სუბიექტებისთვის არ ქმნიდა რეაბილიტაციის, როგორც ფინანსური პრობლემების დაძლევის ოპტიმალური სტრატეგიის არჩევის სტიმულებს.
2021 წლის 22 დეკემბერს რეფორმეტრის ფარგლებში საჯარო-კერძო დიალოგების სერია გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ საუბრით გაიხსნა. გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ გამართულ საჯარო-კერძო დიალოგს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა – მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სასამართლოს, ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის, საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.
10 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეფორმეტრი – ქართული რეფორმების შეფასების სისტემა წარადგინა, რომელიც რეფორმის ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას უახლესი ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე.