შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრის ფარგლებში საჯარო-კერძო დიალოგების სერია გაიხსნა
ოთხშაბათი, 22 დეკემბერი, 2021

2021 წლის 22 დეკემბერს რეფორმეტრის ფარგლებში საჯარო-კერძო დიალოგების სერია გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ საუბრით გაიხსნა. გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ გამართულ საჯარო-კერძო დიალოგს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა – მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სასამართლოს, ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის, საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

საჯარო-კერძო დიალოგის ფარგლებში რეფორმის დამნერგავმა უწყებებმა მიმოიხილეს რეფორმის პროცესი, გადახადისუუნარობის ძველი საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზები, ახალი კანონის მიზნები და გადახდისუუნარობის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მიმართ პროგრესი. შეკრებილმა მხარეებმა ისაუბრეს რეფორმის ირგვლივ არსებულ ამჟამინდელ გამოწვევებზეც, რომლებიც, ძირითადად, უკავშირდება ახალი კანონის სარგებლის შესახებ დაბალ ცნობიერებას ეკონომიკურ სუბიექტებში.

შეავსე ფორმა