ადამიანებს ადრეული ასაკიდან უწევთ რთული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დაშვებული ფინანსური შეცდომები შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს. შესაბამისად ფინანსური განათლების როლი ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
ზაფხული კარგი დროა ზღვაზე სამოგზაუროდ, თუმცა ამჯერად მინდა, ჩემთან ერთად დროში იმოგზაუროთ. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში როგორ კამათობდნენ ხოლმე ადამიანები, „ხრუშჩოვკა“ ჯობია თუ „ჩეხური“. ოჯახები ყიდულობდნენ ბინებს და ინვესტიციას დებდნენ უძრავ ქონებაში. რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა, რატომ ამჯობინებენ ადამიანები უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადებას, მაგრამ ხშირად მესმოდა სტანდარტული არგუმენტები: „რამე რომ მოხდეს, მაინც უძრავი ქონებაა,“ „თავშესაფარი მაინც მექნება,“ „სხვა ალტერნატივა არ არსებობს,“ „ჩემი შვილი მალე ცოლს მოიყვანს“ და ბევრი სხვა.
2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კარს მოგვადგა, რაც ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. ჯგუფები თითქმის დაკომპლექტებულია, ახალი მაისურები უკვე იყიდება და გულშემატკივრებიც ამზადებენ ფეხბურთის საყურებელ ადგილებს. ეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტრადიუცილი მზადებაა. თუმცა ჩემთვის და, ალბათ, თქვენთვისაც, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფეხბურთმა გავლენა მოახდინა განათლებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ფინანსურ განათლებაზე.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
აქვს თუ არა საქართველოს კარგად განვითარებული საფინანსო სექტორი? ამის პასუხად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქში ფართოდ გავრცელებული ბანკის ფილიალები და ავტომატურ რეჟიმში მთხრობელი მანქანები სწორედ ამის ნათელი ნიშანია.