სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მართვა და ადმინისტრირება არის საკმაოდ კომპლექსური კონცეფცია, რომელიც მოიცავს ნარჩენების მართვას და ნარჩენების დაგროვების პრევენციას სურსათის წარმოების, მოსავლის შემდგომი დაბინავების პროცესში, ასევე სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენას, ეტიკეტირებას და თარიღის მითითებას, ოფიციალურ კონტროლსა და დაბეგვრას (დღგ, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი).
COVID-19-მა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიიყვანა ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისამდე. მოსალოდნელია ისიც, რომ 2020 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) შემცირდეს, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდება. COVID-19-მა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე და გამონაკლისი არც სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორია. პანდემია აისახა სასურსათო უსაფრთხოებასა და კვებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, სურსათისა და საქონლის წარმოებასა თუ სურსათის უვნებლობაზე.
„სურსათის უვნებლობის რისკების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მართვა მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში, ფერმიდან სუფრამდე. სურსათის უვნებლობის რისკის შემცირება მოითხოვს თანამშრომლობას სექტორებს, დაინტერესებულ მხარეებსა და ქვეყნებს შორის,“ – დოქტორი ჰანს ანრი პ. კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეგიონული დირექტორი ევროპაში.
2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და თანმდევ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) მოეწერა ხელი, რომელიც განსაზღვრავს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (Sanitary and Phytosanitary – SPS) ზომებს, სურსათის უვნებლობის სტანდატებსა და ტექნიკურ რეგულამენტს, რაც, ვაჭრობის თვალსაზრისით, ევროპის ბაზრებზე წვდომის აუცილებელი წინაპირობაა.
ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილებების შეფასებას, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის შედეგად.