მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის (შემდეგში „SME რეფორმის“) პროგრესის შეფასება დაკავშირებულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან. სტრატეგია მიზნად ისახავს პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენას და მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.
28 ნოემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ კონფერენციაზე დაინტერესებული მხარეები ახალი ინიციატივის განსახილველად შეიკრიბნენ, რომლის მიზანიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მარეგულირებელი პროცესის დახვეწა და ეფექტიანობის გაზრდაა.
რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამა აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში ახორციელებს პროექტს "EU4Business: პოლიტიკიდან მოქმედებამდე – მე-2 ფაზა", რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ინიციატივის მიზანია კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და ბიზნეს გარემოს რეფორმირება როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის დონეზე.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, UNDP-თან პარტნიორობით, დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, სახელწოდებით "საქართველოსთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) SME ტესტირების მეთოდოლოგიის შემუშავება". პროექტის ამოცანაა, ძირითადი ინსტრუმენტების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებით დაეხმაროს საქართველოს მთავრობას საქართველოს SME სექტორისთვის შემუშავებული პოლიტიკის ზეგავლენის ეფექტიანად შეფასებაში.