ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 2011 წლიდან ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგს და ქვეყნის განვითარებას კვლევითი საქმიანობითა და ეკონომიკური ექსპერტიზით, გმობს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის რისკის ქვეშ დაყენებას და ‘რუსულ კანონს’ და წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას იმ მომენტამდე, სანამ საქართველოს მთავრობა კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება.
6-10 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ცოდნის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, კავშირების დამყარება და პოლიტიკის კვლევისა და განვითარების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციებისგან სწავლა.
ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შვედეთის მთავრობისგან 5,200,000 შვედური კრონი მიიღო. გრანტის მიზანი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით საქართველოში მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაა.
6 ივნისს ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა