ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა ყოვლისმომცველი კვლევა საქართველოსა და ინდონეზიას შორის სავაჭრო პოტენციალის შესახებ. კვლევა სიღრმისეულად აანალიზებს საქართველოს ეკონომიკურ ლანდშაფტს, იკვლევს ზრდის ტენდენციებს, აღწერს ძირითად ინდუსტრიებს და ფისკალურ პოლიტიკას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ბიუჯეტმა 2023 წელს 698,5 მლნ ლარი (10,0 მლნ ლარით ზრდა) შეადგინა. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდა:
31 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მორიგ მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს, რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო ექსპორტზე ევროკავშირში. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ის გამოწვევებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მწარმოებლები აწყდებიან ევროკავშირის ბაზრებზე წვდომისას.
მშპ-ის ზრდის პროგნოზის მარტის განახლების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.6% შეადგინა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მე-2 პროგნოზის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.6%-ია.
2023 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,111 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის იანვარში სრული წარმოება 1,025 მილიონი კილოვატსაათი იყო).