შეავსე ფორმა
Logo
სურსათის ფასებს ცეცხლი უკიდია
30 დეკემბერი 2019

სურსათის ფასების ინდექსის (FPI) მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში, 2018 წლის ამავე თვესთან შედარებით, ფასებმა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 13.4%-ით მოიმატა და მთლიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ცვლილებაში 4.02 პროცენტულ პუნქტი შეადგინა. 2011 წლის აგვისტოდან მოყოლებული საკვების წლიურმა ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს ბოლო თვეებში მიაღწია (იხ. გრაფიკი 1).

განგაშის ზარები უკვე რეკავენ: რთული ზაფხული საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრისთვის
11 ოქტომბერი 2019

წლების განმავლობაში ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის უარყოფითი სხვაობა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად მიიჩნეოდა. თუმცა 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით ელექტროენერგიის დეფიციტი არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ათი თვის განმავლობაში შენარჩუნდა. ეს ყოველივე კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა უარყოფითი სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

უცვლელი უარყოფითი სხვაობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის – თავსატეხი, რომელიც შესწავლას საჭიროებს
31 მაისი 2019

მოხმარებისა და გამომუშავების ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 2018 წლის აგვისტოდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად აღემატება წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობას. გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითმა სხვაობამ აპრილში 45 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია; ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 966 მლნ. კვტ.სთ, მოხმარება კი 1012 მილიონი კვტ.სთ. გახლდათ. რატომ შენარჩუნდა გამომუშავებისა და მოხმარების უარყოფითი სხვაობა 2018 წლის აგვისტოს შემდეგ და ხომ არ უნდა ველოდოთ უარყოფით სხვაობას მომდევნო თვეების განმავლობაშიც?

რა გვასწავლა „ხადორი 3-ის“ პროექტის გამოცდილებამ?
03 მაისი 2019

პანკისის ხეობაში მცირეჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიას შორის კონფლიქტის შესახებ ცნობები სულ ცოტა ხნის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „ხადორი 3“ მცირე ზომის ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5.4 მეგავატს აღწევს, ხოლო წლიურად გამომუშავებული ენერგია – 27.5 მლნ. კვტ. სთ-ს. „ხადორი 3-ის“ მშენებლობა 21 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტს დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანიამ კი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკითხში სამართალდამცავი ორგანოები ჩართო.

ნეტო-აღრიცხვა – განხორციელებადი ,,მწვანე“ ალტერნატივა გამომუშავებისა და მოხმარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?
29 მარტი 2019

2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა 939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია.

შეავსე ფორმა