მშპ-ის ზრდის პროგნოზის მარტის განახლების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.6% შეადგინა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მე-2 პროგნოზის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.6%-ია.
2023 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,111 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის იანვარში სრული წარმოება 1,025 მილიონი კილოვატსაათი იყო).
წლების განმავლობაში რეგიონული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები საქართველოში მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის განმაპირობებელ ფაქტორებს წარმოადგენდა. ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი მოსახლეობა სულ რაღაც 3,7 მილიონი ადამიანია და მისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მასზე, როგორც წესი, აისახება უახლოესი მეზობლებისა და სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური სურათი.
საქსტატის ანგარიშის “ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები” თანახმად, 2022 წლის მე-4 კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 10.1% იყო.
ისტორიულად თხილი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს ეკონომიკური ღირებულების მხრივ; საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თხილის მოსაყვანად შესაფერისი ნიადაგი და კლიმატური პირობები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მეოთხე საუკუნეში, ადგილობრივი მოსახლეობა აშენებდა თხილის ველურ ჯიშებს, რომლებმაც შემდეგ ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია განიცადეს და შედეგად თხილის სხვადასხვა ადგილობრივი ჯიში ჩამოყალიბდა.