გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ნორდმანის სოჭის, განსაკუთრებული და ძალიან პოპულარული საახალწლო ხის თესლის ექსპორტი, შესაძლოა, ერთადერთი სფეროა, რომელშიც საქართველოს თითქმის მონოპოლისტური პოზიცია უჭირავს ევროპის ბაზარზე. ქვეყნის შიგნით კი აღნიშნული საქმიანობა თანდათან ვითარდება და დარგში მოღვაწე ფირმები მკაცრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ბაზრის ექსპერტის შეფასებით, ევროპაში გაყიდული საახალწლო ხეების 80%-ზე მეტი რაჭისა (თლუღი და ამბროლაური) და ბორჯომის ტყეებში მოგროვებული თესლითაა წარმოებული.
ადამიანები მოზრდილ თანხებს ხარჯავენ ყველაზე ფასეული აქტივის – სიცოცხლის, ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვირით ან თვით, გასახანგრძლივებლად. სწორედ ცხოვრების წლების დაკარგვისადმი შიშის გამო, პატიმრობა და სიკვდილით დასჯა ყველა დროისა და კულტურის დასჯის ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ფორმებს წარმოადგენდა.