2016 წლის სექტემბერში, ამავე წლის აგვისტოსთან შედარებით, ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 13 პუნქტით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, თუ თვალს გადავავლებთ ინდექსის 4-წლიან ისტორიას. -28.7 პუნქტიდან -15.7 პუნქტამდე გაზრდით, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაუბრუნდა „ჩვეულ“ ნიშნულს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აცდენილი იყო, უფრო ზუსტად კი 2014 წლის შემოდგომიდან, რისი მიზეზიც ლარის მკვეთრი გაუფასურება იყო.
რამ შეიძლება მიიყვანოს უნივერსიტეტების წარჩინებული კურსდამთავრებულები ქართულ საჯარო სკოლებში? მართალია, მხოლოდ ფული სასწაულს ვერ მოახდენს, მაგრამ მის გარეშეც შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღება, რადგან ანაზღაურების არსებული სისტემა მასწავლებლებს, რომელთა ხელშიცაა საქართველოს, როგორც ერის მომავალი, სოციალური იერარქიის დაბალ ფენაში ათავსებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პროექტის მიზანია ქართული პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების გაძლიერება, რისთვისაც კვლევა აფასებს მეწარმეობის სწავლების საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას და აანალიზებს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების არსებულ ვითარებას.
ცენტრალურ ევროპაში პროფესიული განათლების ტრადიცია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იღებს სათავეს. მაგალითად, მე-14 საუკუნის გერმანიაში 2 წელი უნდა ყოფილიყავით შეგირდი, გემუშავათ და გესწავლათ საცხობში ოსტატის ზედამხედველობის ქვეშ, რომ შემდეგ მცხობელად გემუშავათ. შეგირდობა სტანდარტიზებული იყო და, წარმატების შემთხვევაში, სრულდებოდა სერთიფიკატის გადაცემითა და მცხობელთა გილდიაში მიღებით.