შეავსე ფორმა
Logo
საქართველო ორ ცეცხლს შუა: რუსეთი თუ ევროპა?
06 ივნისი 2014

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ ეს არის საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომლითაც მან 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე გამოხატა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ. მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის, „მე მაქვს ოცნება“ მსგავსად, ჟვანიას ეს დრამატული გამოთქმა შეიცავდა ორ სურვილს: 1. გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრები; 2. თავი დაგვეღწია რუსეთის გავლენის სფეროსთვის, როგორც პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ასევე კულტურულს, რაც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დომინირებდა საქართველოში.

სალომბარდო მენტალიტეტი
02 ივნისი 2014

“ძვირფასეულობა შეგიძლია დაალომბარდო ნებისმიერ დროს, როგორც კი ფინანსურ სირთულეებს შეხვდები“ გვითხრა მეგობარმა. ჩვენს სანაცნობო წრეებში უამრავი ადამიანი, სარგებლობს ლომბარდების მომსახურეობით. ამის მიზეზები განსხვავებულია და მოიცავს როგორც სახლის გარემონტებას, შვილების სწავლის გადასახადს, მანქანაში hi-fi სისტემის დაყენებას, ასევე 18 წლის შვილის მიერ აზარტულ თამაშებში წაგებული 1000 ლარის გადახდას.

ფერმერთა ჯგუფები: რატომ გვიყვარს და როდის არიან ისინი წარმატებულები
30 მაისი 2014

არსებობს უამრავი მიზეზი, რომ გვიყვარდეს ფერმერული კოოპერატივების იდეა (და ზოგადად კოოპერატივი). დავიწყოთ იმით, რომ ადამიანების გაერთიანებას, რესურსების გაზიარებასა და ურთიერთდახმარებას დიდი ესთეტიკური ღირებულება აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინსტიქტური კოლექტივიზმი ოდითგანვე იყო ადამიანთა არსებობის ძირითადი მდგომარეობა. თუმცა ფერმერული კოოპერატივების არსებობას ძლიერი ეკონომიკური მიზეზებიც აქვს.

დისკრიმინაცია საქართველოში
26 მაისი 2014

2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად უყარა კენჭი კანონს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ. კანონის მიზანია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, მოქალაქეობისა, წარმომავლობისა, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილისა, სიმდიდრისა თუ წოდებრივი სტატუსისა, რელიგიისა თუ რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული უნარისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული კუთვნილებისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა და ა.შ.

ქართული ჩრდილოვანი ეკონომიკა – მისი წარსული და მემკვიდრეობა
23 მაისი 2014

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირს საკმაოდ დიდი ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ჰქონდა. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ძალიან მკაცრი ფორმალური სისტემა მაღალი დონის ბიუროკრატიითა და არაეფექტური დაგეგმარებით. ეს ბევრ პრობლემას ქმნიდა როგორც წარმოებაში, ისე მოხმარებაში. საბჭოთა მომხმარებელი განიცდიდა გამუდმებულ იმედგაცრუებასა და უკმაყოფილებას, რაც გამოწვეული იყო მისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების დაუსრულებელი ძიებით, რიგში დგომით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ მიიღებდა მისთვის სასურველ საქონელს, საკმაოდ მაღალი რისკით, რომ მოუწევდა, დაკმაყოფილებულიყო უფრო დაბალი ხარისხის პროდუქციით ან საერთოდაც ვერ შეეძინა იგი (კორნაი, 1992 წ.).

შეავსე ფორმა