გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2019 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საქსტატის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5.7% შეადგენს, რაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ოქტომბრის თვის პროგნოზთან შედარებით 1.4%-ით დაბალია. რეალური მშპ-ის ზრდამ 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 5.0% შეადგინა.
ეს არის პირველი ნაშრომი, რომელიც ქმნის გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში საქართველოსა და CAREC-ის რეგიონის სხვა ქვეყნების მონაწილეობის სრულყოფილ რუკას Eora-ს მულტირეგიონული დანახარჯებისა და გამოშვების (MRIO) მოდელის გამოყენებით.
აგვისტოს თვის ელექტოენერგიის დეფიციტის შემდეგ, საქართველოში ენერგიის წარმოება კვლავ შემცირდა. 2019 წლის სექტემბერში, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 3%-ით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 19%-ით არის შემცირებული.
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა (GBSS) ვაჟების სასარგებლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა არაერთ ქვეყანაში გვხვდება. პატრიარქალური სტრუქტურები აძლიერებენ ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკას და ხელს უწყობენ ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი სოციალური გარემოს შენარჩუნებასა და დისკრიმინაციას. მეტიც, GBSS არის უთანასწორობის გამოვლინება სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში.