ამ ზაფხულს რუსეთი კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად როგორც FIFA-ს 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი და არა როგორც მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპანტი. თითქმის მთელი მსოფლიო საფეხბურთო ციებ-ცხელებამ შეიპყრო და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქუჩაში სხვადასხვა ნაკრების მაისურით მოსიარულე არაერთ ადამიანს შეხვდებით.
კვლევა მოიცავს 48 მოწინავე ბანკს შემდეგ 13 ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ალბანეთი, მაკედონია, პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩეხეთი და ხორვატია. შერჩეული ქვეყნები წარმოადგენენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.
„საქართველოს უსაფრთხოების ძირეული პრობლემა ის არის, რომ ყველა მთავარი კარტი რუსეთს უჭირავს და არც ახალ ხელს არიგებს ვინმე საქართველოს სასარგებლოდ“, – ამბობს ნილ მაკფარლეინი 2016 წელს საქართველოს უსაფრთხოებაზე დაწერილ სტატიაში. საქართველოს ჰყავს ძლიერი მეზობელი, რომელიც არ არის დემოკრატი, არ სცემს პატივს ერების თვითგამორკვევის უფლებას და, რაც მთავარია, რეალურად იყენებს სამხედრო ძალას ნებისმიერ დროს, როდესაც მისი ინტერესები (ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური) ჯეროვნად არ ფასდება.
ყოველ ზამთარს ბუნებრივი აირი ენერგეტიკული პოლიტიკის ის საკითხია, რომელიც აქტიურად განიხილება ტელევიზიასა და პროფესიულ წრეებში. პოლიტიკური მსჯელობა ხშირად ეხება ფასებსა და მიწოდების პირობებს. ასეთი აქტიური განხილვის მთავარი მიზეზი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. რა არის ენერგეტიკული უსაფრთოება? ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მას ასე განმარტავს: „ენერგიის წყაროების უწყვეტი მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.