ეკონომისტებს შორის გავრცელდა ხმა, თითქოს არსებობს ეკონომეტრიკული კვლევა, რომლის თანახმად ძლიერი ეკონომისტებით მდიდარი ქვეყნის ეკონომიკა უარესად ფუნქციონირებს. შეიძლება ეს კვლევა რეალურად არც კი არსებობს, მაგრამ, ერთი შეხედვითაც, კორელაცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მისი ეკონომისტების ხარისხს შორის ცალსახად დადებითი ნამდვილად არ არის.
ბერტოლდ ბრეხტის ,,სამგროშიანი ოპერის” მეორე მოქმედების ბოლოს, ბურჟუაზიის წარმომადგენლების მოწოდებაზე დაეცვათ მორალური სტანდარტები, პროლეტარი წვრილმანი კრიმინალი მაქჰითი და მეძავი ჯენი პასუხობენ: „ჯერ მაძღარი მუცელი და შემდეგ ეთიკა!“ ეს ნათქვამი კარგად გამოხატავს სადავო მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეთიკა მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანების პრივილეგიაა. განა შეიძლება მოვითხოვოთ წესიერება და კეთილშობილება ადამიანისგან, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის?
დავუშვათ, რომ ძმას 1000 ლარი ასესხეთ. ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრზე გაცემული სესხი უპროცენტოა. ერთ დღესაც ძმამ დაგირეკათ და ვალის დაბრუნების ორი თარიღიდან ერთის არჩევა შემოგთავაზათ: დღეს ან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. რომელს აირჩევდით? სტანდარტული ეკონომიკური თეორიის თანახმად, უნდა აირჩიოთ ფულის დაბრუნება დღეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, როგორც წესი, აწმყოს ანიჭებენ უპირატესობას მომავალთან შედარებისას.
1962 წლის 15 მარტს პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი პირველი სიტყვით წარსდგა კონგრესის წინაშე და ხაზი გაუსვა მომხმარებელთა ოთხ, მისი აზრით არსებით, უფლებას: უსაფრთხოება, ინფორმირებულობა, არჩევნისა და მოსმენის უფლება. კენედის ამ გამოსვლის შემდეგ, მომხმარებელთა დაცვის იდეა გაიფურჩქნა როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. წელს, კენედის გამოსვლიდან 52 წლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ახალ კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.
14 თებერვალს საქარათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების პროექტი — საქართველო 2020 გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი მოიცავს მომავალი რამდენიმე წლის სოციო-ეკონომიკური გამოწვევების ანალიზსა და მათთან გამკლავების სტრატეგიას. დოკუმენტის თანახმად, ძირითად მიზანს ქვეყნის სტაბილური და ინკლუზიური ზრდის მიღწევა წარმოადგენს.