შეავსე ფორმა
Logo
ნოემბერი 2021 | მომხმარებელთა განწყობა მცირედით გაუმჯობესდა
20 დეკემბერი 2021

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2021 წლის ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

დეკემბერი 2021 | 2021 წელს მშპ თითქმის 10%-ით გაიზრდება, თუმცა მზარდი ინფლაცია, გაუარესებული მომხმარებელთა განწყობა და ტურიზმის ნელი აღდგენა ჯერ კიდევ პრობლემაა
16 დეკემბერი 2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2021 წლის დეკემბრის პუბლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

პროფესიული განათლების სფეროში დივერსიფიცირებული ფინანსური მექანიზმების დანერგვა
15 დეკემბერი 2021

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების სფეროში დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების დანერგვაში დაეხმარება. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

ISET-ის დირექტორი RECONOMY-ს პროგრამის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის
10 დეკემბერი 2021

RECONOMY 7-წლიანი პროგრამაა, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გარიყული და დაუცველი ჯგუფების, გაძლიერებას ემსახურება. პროგრამის მიზანია, შემოსავლებისა და ღირსეული სამუშაო ადგილების ინკლუზიური და მდგრადი ზრდით საშუალება მისცეს სამიზნე ჯგუფებს, ისარგებლონ ეკონომიკური შესაძლებლობებით.

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ პანდემიის დროს დისტანციურ მუშაობაზე მომზადებული კვლევის შედეგების განხილვას უმასპინძლა
09 დეკემბერი 2021

2021 წლის 9 დეკემბერს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და პანდემიის დროს დისტანციური მუშაობის კვლევის შედეგები მიმოიხილა, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინიციატივით გაიმართა და პალატის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეავსე ფორმა