შეავსე ფორმა
Logo
გადახდისუუნარობის რეფორმის პროგრესის შეფასება
01 თებერვალი 2022

გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში მკვეთრად განსხვავდებოდა საერთაშორისო სტანდარტებისგან – ის ვერ აკმაყოფილებდა ვერც მოვალეთა და ვერც კრედიტორთა ინტერესებს და გადახდისუუნარო სუბიექტებისთვის არ ქმნიდა რეაბილიტაციის, როგორც ფინანსური პრობლემების დაძლევის ოპტიმალური სტრატეგიის არჩევის სტიმულებს.

მედიატორი – ტრენინგის პირველი მოდული დასასრულს უახლოვდება
28 იანვარი 2022

მედიატორის ტრენინგის პირველი მოდული „ეკონომიკური საკითხების გაშუქება“ დასასრულს უახლოვდება. ამ მოდულს მაკა ანთიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჟურნალისტური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

თემატური მოკვლევა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
25 იანვარი 2022

25 იანვარს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დავით კეშელავამ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ თემატურ მოკვლევაში მიიღო მონაწილეობა. თემატური მოკვლევა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით განხორციელდა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიიების მოზიდვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესწავლასა და გააზრებას ემსახურებოდა.

ISET მწვანე რევოლუციის კამპანიას უერთდება
24 იანვარი 2022

ISET-მა სულ ახლახან გააფორმა პარტნიორობა შპს პოლივიმთან და მწვანე რევოლუციის კამპანიაში ჩაერთო. ამ კამპანიის მიზანი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებისა და პლასტმასის ნარჩენების შემცირების გზით გარემოზე ზრუნვაა.

დეკემბერი 2021 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
24 იანვარი 2022

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2021 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა