სოფლისა და სოფლის მეურნეობის გავითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD საქართველოში 2013 წლის მარტში დაიწყო. მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს.
სექტემბრის ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ კლებადი ტენდენცია ნარჩუნდება, მაშინ როცა მოხმარებასა და გამომუშავებას შორის არსებული განსხვავება კიდევ უფრო მწვავდება. სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერში გამომუშავებამ 8%-ით იკლო, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 5%-ით. გამომუშავების ეს წლიური შემცირება უმეტესწილად ჰიდრო (-1%) და თბო ელექტროენერგიის კლებითაა (-17%) გამოწვეული, რაც საგრძნობლად აჭარბებს ქარის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას (+4%).
28 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნებს უკანასკნელად ატარებს. ამიერიდან, კონსტიტუციური ცვლილების შედეგად ქვეყენა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადავა. ეს იმ რეფორმის ბოლო ეტაპია, რომელიც საპრეზიდენტო პოლიტიკურ მმართველობას საპარლამენტოთი ანაცვლებს. პრეზიდენტის ძალაუფლება ახალ სისტემაში ძალიან შეზღუდული და მეტწილად სიმბოლური იქნება.
უკვე ოთხი წელია, ერევანში აღარ ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში, რამდენჯერაც ჩემს ქალაქში დავბრუნდი, უფრო და უფრო მეტი კაფე (თანაც ძვირადღირებული და გაპრანჭული) შევნიშნე. დროთა განმავლობაში, ისიც შევამჩნიე, რომ კაფეების მომხმარებელთა რაოდენობაც იმატებს. ჰოდა, დავინტერესდი, მეჩვენება თუ ყველაფერი მართლაც ასეა. განსაკუთრებით ის პარადოქსული ფაქტი მაბნევს, რომ ხალხი ხელფასებსა და ცხოვრების პირობებზე გამუდმებით წუწუნებს, მაგრამ კაფეებში ფულის ხარჯვას მაინც არ ერიდებიან.
და, აი, ისევ დადგა წლის ის დრო, როდესაც ჩვენი სამყარო „მსოფლიო ბანკის“ Doing Business-ის გამოცემის გარშემო ტრიალს იწყებს. კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი, ვიტრაბახოთ, რა ადვილია საქართველოში ბიზნესის წამოწყება, რა დაბალია ბიზნესის გადასახადები და რამხელა წარმატებებს მივაღწიეთ კონტრაქტების აღსრულების მიმართულებით. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ყურადღება გადახდისუუნარობის ინდექსსაც დავუთმოთ. ამ მაჩვენებლით საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, რომლებიც ბიზნესის ხელშემწყობი სახარბიელო გარემოთი მაინცდამაინც არ გამოირჩევიან.